COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » კეისები და გაგრილება » Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=93&artpage=5&type=review


Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
დღეიდან... მეფე ორია!

ტესტირების მეთოდოლოგია

ტესტირება ჩატარდა კომპინფოს ტესტ-ლაბორატორიის აპარატურაზე:

პროცესორი:

Intel Core 2 Duo E7400

დედა დაფა:

Asus Maximus Formula (Rampage Formula- BIOS-ით) (Intel X38)

გაგრილების სისტემა:

Thermalright Ultra-120 eXtreme
Prolimatech Megahalems
Thermolab Baram

მყარი დისკი:

Seagate ST3500320AS (500 გბ)

ოპ. მეხსიერება:

CellShock DDR2-1000 2 x გბ
Team Xtreme DDR2-800 2 x 512
მბ
საერთო მოცულობა: 3 გბ

ვიდეო დაფა:

Gainward Radeon HD 4850 Golden Sample @ 700/1100 მჰც, 512 მბ

კვების ბლოკი:

Inter-Tech CobaNitroX IT-7500SG (750W)

ტესტირებისთვის გამოყენებულ იქნა 2 ცალი Noctua NF-P12 და 2 ცალი Thermalright TR-FDB 2000 ვენტილატორი. მათი ტექნიკური მახასიათებლების ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ.

Noctua NF-P12
ზომა: 120x120x25 მმ
საკისარი: SSO
სიჩქარე:  1300 ბრუნი/წუთში
ჰაერის ნაკადი: 53 კუბური ფუტი წუთში
ხმაურის დონე: 19,8 დბ 
ენერგომოხმარება: 1,08 ვატი
დენი: 0,09 ამპერი
ძაბვა: 12 ვოლტი

Thermalright TR-FDB 2000
ზომა: 120x120x25 მმ
საკისარი: FDB
სიჩქარე:  2000 ბრუნი/წუთში
ჰაერის ნაკადი: 80.5 კუბური ფუტი წუთში
ხმაურის დონე: 38 დბ 
ენერგომოხმარება: 1,56 ვატი
დენი: 0,13 ამპერი
ძაბვა: 12 ვოლტი

თერმოპასტად ვიყენებთ Arctic Cooling MX-2-ს. რეალურად განმეორებითი და სწორი შედეგის მისაღებად, თითოეული ტესტი გატარებულია 5-ჯერ. ის შედეგები, რასაც თქვენ შემდეგ გვერდზე იხილავთ, 5-5 ტესტიდან თითო საუკეთესოა. ამ მეთოდს ძალიან დიდი დრო მიაქვს, მაგრამ შედეგების თითქმის იდეალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს და გამორიცხავს ქულერის დაყენებისას დაშვებული შეცდომების გამო ტესტირების შედეგებზე ზეგავლენას.

ოპერაციულ სისტემად ვიყენებთ ახალი Windows 7 RTM Build 7600 ვერსიას.

პროცესორის სტრეს ტესტისთვის ვიყენებთ პროგრამა LinX 0.6.2-ს, ხოლო პროცესორის ტემპერატურის აღრიცხვისთვის CoreTemp 0.99.5-ს. ყოველი ტესტისას ხდება LinX-ის გაშვება 4 წუთით "ქულერის გახურებისთვის" და მხოლოდ ამის შემდეგ, 20 წუთის განმავლობაში CoreTemp-ის Log ფაილის საშუალებით ხდება ტემპერატურის აღრიცხვა. ლოგიდან ხდება ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ამოღება, რომელიც ითვლება მიღწეულ შედეგად. მომენტალური ტემპერატურის ვარდნები იგნორირდება.

დაუტვირთავ, IDLE რეჟიმში ტემპერატურის გასაზომად 20 წუთის განმავლობაში კომპიუტერი უმოქმედოდ რჩება და შემდეგ მიღებული უმდაბლესი ტემპერატურა ითვლება შედეგად.

ოთახის ტემპერატურა მთელი ტესტირების მანძილზე მუდმივად 20 გრადუსი იყო.

გადავიდეთ შედეგებზე (იმის გამო, რომ ჩვენს პროცესორს 29 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის გაზომვა "არ უყვარს," ყველგან, სადაც ნახავთ <29 ტემპერატურას, ჩათვალეთ, რომ მიღებული შედეგი ნაკლებია ან ტოლია 29 გრადუსისა).

პირველი გვერდი « 2 3 4 5 6 7 8 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები






გამოხმაურება

აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))
25-08-2009, 16:16:43 | Plastic-6

Power_VANO დიდი მადლობაააა
24-08-2009, 13:57:44 | fashisti

ექაუნთი სახელად fashisti-ს ვალიდაცია გავატარე ხელით :) შეგიძლია შემოხვიდე ფორუმზე მაგ ექაუნთით, დადასტურებულ-ვალიდირებული :)
24-08-2009, 09:14:35 | Power_VANO

აუ ამის დედა ვატირე რა ნერვები დამაწყდა ვერაფრით ვერ დავრეგისტრირდი მაგ ფორუმზე მახსოვს 2 თვის წინაც ვჩალიჩობდი და ნერვებმა მიმტყუნა რავქნა ვერ გავიგე მაილს არ მიგზავნის რომ დავადასტურო რაღა არ ვცადე როგორ დავრეგისტრირდე?????
24-08-2009, 04:27:41 | fashisti

ოოო, საქართველოში მაღაზიებში არა, მაგრამ შეძენა თუ გინდათ რომელიმესი, აქ შემოდით: http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4840&am p;view=findpost& amp;p=44430
23-08-2009, 22:10:28 | Power_VANO

ეგ კი კაი მარა საქართველოში სადმე იყიდება baram-ი? თუ უცხოეთში უნდა ვიყიდოთ აუცილებლად... ბარეღამ ფასიც რომ დაგეწერათ რა დაგიჯდათ მაგის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა

ისე ბევრი გიწვალიათ
22-08-2009, 17:55:23 | fashisti

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი სტატია მოამზადეთ. წავიკითხე, საინტერესო და სასარგებლო იყო. თქვენს რჩევებს აუცელებლად გავითვალისწინებ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობდა.
20-08-2009, 10:50:34 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.