მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






DD WRT DIR 300 A1-ზე
როუტერის თავისუფლება ანუ ადმინების სამოთხე

სდექ!
სანამ დავფლეშავთ იქამადე სდექ!
1) არც ავტორი, არც საიტი, არც პროგრამული უზრუველყოფის მწარმოებელი და რა თქმა უნდა მითუმეტეს არც აპარატურის მწარმოებელი პასუხს არ აგებენ იმ ზიანზე რაც შეიძლება მიაყენოთ თქვენს აპარატურას! (ასე რომ ჩვენზე თითის გამოშვერას არ ვართ!)
2) თუ არ ხართ 100% დაწმუნებული რომ ეს დაფლეშვა გჭირდებათ და უპრობლემოდ მუშაობთ ორიგინალი პროგრამული უზრუველყოფით, გაჩერდით!
3) თუ გაქვთ gelink-ზე პრობლემები, მაშინ ნახეთ იქნებ ორიგინალი პრაშივკაც შველის (სტატიის დაწერის მომენტში, ორიგინალი შველოდა თუ ბოლო ვერსიაზე განაახლებდით! და ეს მიმოხილული იყო ჩვენ საიტზე)
4) ეს სტატია არ იქნება ყველასათვის ადვლად გასაგები და დასაძლევი! ამიტომ კომპში კარგი გამოცდილება თუ არ გაქვთ მაშინ გამოცდილს მიმართეთ.
5) თუ თქვენი როუტერი არ არის A1 აპარატურული ვერსიის, ამ ინსტრუქციას მოეშვი, ეს ინსტრუქცია მარტო ამ HW-ზეა თავსებადი.
მოსამზადებელი ეტაპი
კარგი იმედია მაინც მზად ხარ?! მაშინ წინ-წინ-წინ!
პირველ რიგში სისტემაში დაგვჭირდება ორი უტილიტა, TFTP სერვერი და putty კლიენტი. ორივე ინტერნეტში უფასოდ იშოვება, ასე რომ გადმოწერეთ. მე განვიხილავ კლიენტ პლათფორმად windows-ს, კონკრეტულად Win 7 RC 1 იგივე 7100 ბილდი. მგონი ლინუქსოიდებს არ უნდა გაუჭირდეთ ამ ინსტრუციების თავის პლათფორმაზე მორგება :D
putty-ს აქ იშოვნით http://www.chiark.greenend.org.uk/~sgtatham/putty/
შექმენით სისტემაში ახალი საქაღალდე სიმარტივესთვის თქვათ C დისკზე და დაარქვით DIR300 ტირეს გარეშე. შიგნით შექმენით ორი საქაღალდე telnet და FW. ამის შემდეგ შედით საიტზე http://www.dd-wrt.com/site/support/router-database და ძებნაში ჩაწერეთ DIR-300 ცოტახნის შემდეგ ჩამოყრის შედეგებს. აქ უაცილებლად, აირჩიეთ ის მოდელი რომელსაც ეწერება Revision-ში A1 (B1-ის დაფლეშვა სხვანაირად ხდება, ამიტომ თუ თქვენი როუტერი B1-ია შეეშვით ამ ინსტრუქციას! როგორც ვთვით ეს ინსტრუქცია მხოლოდ თავსებადია A1-ზე!).
სასურველია თუ აირჩევთ v24 preSP2 Build13064 ვერსიას, რადგან სტატიაში სწორედ ამ ვერსიის ინსტალაციაა აღწერილი. თუმცა როგორც წინა ვერსიებში არ შეცვლილა ინსტრუქცია, არც ახლა მგონია შეიცვალოს. საიტიდან გადმოტვირთეთ ap61.ram, ap61.rom, linux.bin და შინახეთ წინასწარ მომზადებულ FW საქაღალდეში. აქვე, სურვილის შემთხევაში გადმოწერეთ dir-300_flashing.txt, თუმცა სასურველიც იქნება თუ ამასაც გადმოწერთ და გადაიკითხავთ. რადგან, როგორც ვთქვი, შეიძლება გაკვეულ ასპექტებში ახალი ვერსიის დაფლეშვის ინსტრუქცია შეიცვალოს.
ახლა დააინსტალეთ და ადმინისტრატორის უფლებებით გაუშვით TFTP სერვერი და current directory-შეცვალეთ FW საქაღალდეზე ანუ იმ საქაღალდეზე სადაც ინახავთ ap61.ram-ს, ap61.rom-ს და linux.bin-ს.
ამის მერე შედით წინასწარ მომზადებულ საქაღალდე telnet-ში და დააკოპირეთ იქ putty.exe. ამავე საქაღალდეში შექმენით ცარიელი ტექსტური ფაილი სახელით redboot.txt და შიგნით ჩაწერეთ ^C იგივე საქაღალდეში შემქენით bat ფაილი სახელით redboot.bat და შიგნით ჩააკოპირეთ ეს:
@echo off
:start
rem ------------------------------------------------
ping 192.168.20.81 -n 1 -w 1 > nul
IF ERRORLEVEL 1 goto start
 
rem putty
rem ------------------------------------------------
break
putty.exe telnet://192.168.20.81:9000 -m redboot.txt
exit
ამ ყველფრის შემდეგ შეამოწმეთ TFTP სერვერი, დააჭირეთ show dir-ს და შეხედეთ ჩამონათვალს, თუ სამი ნაცნობი ფაილი (ap61.ram, ap61.rom, linux.bin) დაინახეთ ე. ი. ყველაფერი რიგზეა და მოსამზადებელ ეტაპს მოვრჩით.

TFTP სერვერი

პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2



გამოხმაურება

მე D-Link Dir 615 მოდელი მაქვს, გაყოფას უფრობლემოდ აკეტებს მაგრამ სიჩქარე უვარდება საზიზგრად 5-20 კბ ამდე ვარდება, როცა 1200 წერს, და ამას რა პრაშივკა უშველის,C1მოდელია რა
12-02-2010, 01:30:52 | getf

მე PLANET-ის როუტერი მაკვს, და რა წავა ეს ინსტრუქცია?
19-01-2010, 18:02:10 | darkman

ძალიან სასარგებლო სტატიაა... და ეგენი ოფიციალურად რომ ყოფენ ინტერნეტს ოღონდ სახლის პირობებზე, მაგალითად 60 ლარიან პაკეტში შეუძლია კაცს 3 სახლის კომპიუტერზე ჩართოს ინტერნეტი, ხო შეიძლება ეგ სახლის კაბელი მეზობელს რომ გადაუყვანო? რამე გართულებები ხომ არ მოყვება მაგას? ნუ მაკის გამოცვლა არაა პრობლემა
15-01-2010, 00:03:08 | fashisti


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.