DD WRT DIR 300 A1-ზე
![]() ![]() შესავალი
ყველა ქსელში გარკვეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უბრალო როუტერის ფუნქციონირება აღარ ყოფნის, ამას თუ დავურთავთ gelink-ის გაწამებულ აბონენტებს, რომლებსაც "ბოროტი მამია სანადირაძე" როუტერებს უბლოკავს, რის გამოც გამოცდილი ადმინის წინ "მიშველეს" რიგი დგება. ცხოვრება კოშმარს ემსაგვსება და სიზმრებსაც კი cicso-ზე ხედავ. ამიტომ საჭირო ხდება ძლიერი როუტერის დათრევა, ან ძველი კომპის ამოქოქვა და "სერვერად" ამუშავება. პირველი არაა ხელმისაწვდომი (მითუმეტეს ჩვენაირი უფულო ადმინებისთვის), ზოგჯერ ფასი რამდენიმე ათას მარადმწავენესაც უკაკუნებს (არც ზოგიერთი "მაყუთასთვისაა" იაფი). არც მეორე ვარინტია ყველასთვის მისაღები, კუთხეში მიგდებული კომპის ამოქოქვა, ზედ ლინუქსის დაყენება როუტინგის მოწყობა...
სულ რომ არაფერი, მგონი სასიამოვნო არ არის რომ შენი კომპის გვერძე "პენწიუმ 2" დგას გაცვეთილი ქულერი უქიქინებს და გაწვდის ინტერნეტს. თან ყველა სიკეთესთან ერთად ასეთი სისტემის კონფიგურება ბევრი გამოცდილი "კომპიუტერშიკისთვისაც" დიდი პრობლემაა.
თითქოს გამოსავალი არ არის, მაგრამ არც ესე ველურადაა საქმე, თუ აპარატურული უზრუნველყოფის წარმომადგენელები არ ზრუნავენ ჩვენზე და პრიმიტიულ პროგრამულ უზრუნველყოფას გვაწვდიან, ამას დამოუკიდებელი პროგრამისტები GNU ჯგუფები და სხვა და სხვანი ახერხებენ და მწარმებლებზე ბევრად უკეთ!
ამ სტატიაში მინდა განვიხილო DIR-300-ის გარდაქმნა სურლფასოვან როუტერად. რატომ DIR-300? იმიტომ რომ ყველაზე გავრცელებული ჩვენთან სწორედ ეს როუტერია და linksys-ისგან განსხვავებით ძნელად იფლეშება. აი პროგრამულ უზრუველყოფად (ეწ. პრაშივკად) კი ავირჩიე DD-WRT, რომელიც არის პროფესიონალების შექმნილი და სხვა მესამე მწარმოებლების პროდუქტებიდან ამიტომ გამოვარჩიე.
|
|
მე D-Link Dir 615 მოდელი მაქვს, გაყოფას უფრობლემოდ აკეტებს მაგრამ სიჩქარე უვარდება საზიზგრად 5-20 კბ ამდე ვარდება, როცა 1200 წერს, და ამას რა პრაშივკა უშველის,C1მოდელია რა