COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » სახელმძღვანელო » DD WRT DIR 300 A1-ზე

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=94&artpage=3&type=preview


DD WRT DIR 300 A1-ზე
როუტერის თავისუფლება ანუ ადმინების სამოთხე

სალამი წიტელქუდა
რითი იწყება თანამედროვე ლინუქსის დისტრიბუტივების ჩატვირთვა?! ლინუქსოიდები დაუფიქრებლად მეტყვიან GRUB-ით! მაგრამ სამწუხაროდ GRUB ვერ ჩაეტევა ისედაც მცირე ფლეშის ზომაში, თან აქ ფაილური სისტემაც არ არსებობს ჩატვირთვის ბოლომდე...
ამიტომ საჭიროა სხვა ჩატვირთვის მეთოდი, სწორედ ასეთია RED HAT-ის REDBOOT-ი. ყველა სიკეთესთან ერთად ამ ჩამტვირთავს შეუძლია ფაილების მიღება და კონკრეტულ მეხსიერების ბლოკში შენახვა. დასაფლეშად, ჩვენც ამ თვისებას გამოვიყენებთ. პირველ რიგში გამორთეთ როუტერი და თქვენი LAN კარტა გადააერთეთ როუტერის WAN პორტში. დიახ არ მეშლება WAN პორტში და არავითარი სხვა კაბელი საჭირო არაა, თქვენი ჩვეულებრივი კაბელი გამოიყენეთ! ამის მერე ლოკალური IP მისამართი დააკონფიგურეთ 192.168.20.80-ზე, ხოლო subnet mask-ი კი 255.255.255.0-ზე. ახლა გაუშვით telnet საქაღალდიდან redboot.bat და ჩართეთ როუტერი. ცოტახანში თქვენ წინაშე წამოიმართება putty-ის ტელნეტი და RED BOOT დაელოდება თქვენს ბრძანებებს.
ყურადღება აწი დენის წასვლა ან როუტერის გადატვირთვა გამოიწვევს აპრატურის გაფუჭებას, ამიტომ ეცადეთ თელასმა რამე სურპრიზი არ მოგიწყოთ და არც როუტერის შტეფსელსაც ნუ დაეჯაჯგურებით :D
ახლა თამამად აკრიფეთ load ap61.ram და დააჭირეთ ენტერს. დაიწერება რომ TFTP სერვერით ფაილი გადაიცა (Using default protocol (TFTP)). თუ ყველფერი კარგად წავიდა და თქვენი TFTP სერვერი ჯანზე იყო ეს ფაილი გადაიცემოდა, რაც ასევე აისახება TFTP-ის სერვერის ლოგში. აქვე აკრიფეთ go, როუტერი გადაიტვირთება დროებით DD WRT-ის RED BOOT-ში.

მოსამზადებელი RED BOOT-ი

თქვენ კაბელი გადააერთოთ LAN პორტში ლოკალური IP დააკონფიგეთ 192.168.1.2-ზე, საბნეტის ნიღაბი დატოვეთ ისევ 255.255.255.0-ზე. ისევ შედით telnet საქაღალდეში და გახსენით putty.exe. აირჩეთ telnet პროტოკოლით კავშირი, მიუთითეთ 192.168.1.1 და მე-9000 პორტი. დაკავშირების შემდეგ, აკრიფეთ fis init რაც დააფორმატებს თქვენ ფლეშ სისტემას და წაშლის ძველ სისტემას. ამის დასტურს მოგთხოვთ RED BOOT-ი, რასაც რა თქმა უნდა უნდა დაეთანხმოთ. ფორმატირების დასრულების შემდეგ რაც დაახ. ესე გამოიყურება:
About to initialize [format] FLASH image system - continue (y/n)? y
*** Initialize FLASH Image System
... Erase from 0xbffe0000-0xbfff0000: .
... Program from 0x807f0000-0x80800000 at 0xbffe0000: .
აკრიფეთ ip_address -h 192.168.1.2 ეს ბძანება, იგი RED boot-ს მიუთებს რომ 192.168.1.2-დან უნდა მიიღოს ფაილები. თუ სწორედ დაწერეთ ბოლო ხაზზე მიიღებთ ესეთ შედეგს:
Default server: 192.168.1.2
ამის შემდეგ აკრიფეთ load -r -b %{FREEMEMLO} ap61.rom რაც ჩატვირთავს საბოლოო DD WRT-ის RED BOOT თქვენი როუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში. დაწმუნდით, რომ ასეთი შედეგი მიიღეთ:
Using default protocol (TFTP)
Raw file loaded 0x80080000-0x800a8717, assumed entry at 0x80080000
ახლა აკრიფეთ fis create -l 0x30000 -e 0xbfc00000 RedBoot ამით თქვენ კონკრეტულ ფლეშის მეხსიერებაში გადაწერთ RED BOOT-ს, სისტემა გეტყვით რომ RED boot უკვე არსებობს და გინდათ თუ არა გადაწერა, თქვენ რა თქმა უნდა უნდა დაეთანხმოთ. სისტემამ დაახ. ესეთი შედეგი უნდა გამოიტანოს:
... Erase from 0xbfc00000-0xbfc30000: ...
... Program from 0x80080000-0x800a8718 at 0xbfc00000: ...
... Erase from 0xbffe0000-0xbfff0000: .
... Program from 0x807f0000-0x80800000 at 0xbffe0000: .
ამის შემდეგ გადატვირთეთ სისტემა ბძანებით reset.

RED BOOT-ის ჩაწერა

დაახლოებით 45 წამი დაჭირდება სისტემის ჩატვირთვას. როცა ეს დროს გავა და როუტერზე თქვენი LAN პორტიც აინთება დაკეტეთ ძველი putty და ახლიდან გახსენით, ისევ ტელნეტით ისევ 192.168.1.1-ს უნდა დაუკავშირდეთ, ისევ 9000 პორტზე.

დაკავშირების შემდეგ, ტელნეტის სათაურზე დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს, აირჩიეთ Change Settings… -> PuTTY Reconfiguration და close window on შეცვალეთ Never-ზე. შეინახეთ შედეგი.
ახლა ისევ მივუბრუნდეთ ბრძანებებს, პირველი რაც უნდა აკრიფოთ ისევ და ისევ არის ip_address -h 192.168.1.2 რათა როუტერმა კვლავ მიიღოს TFTP-დან ფაილები. ახლა გადატვირთოთ როუტერში პროგრამული უზრუნველყოფა, ამისთვის ავკრიფოთ load -r -b 0x80041000 linux.bin ცოტახანში სისტემაში გადავა მოცემული ფაილი, რომელიც უნდა ჩავტვირთოთ ფლეშ მეხსიერებაში, ამისთვის ავკრიფოთ fis create linux ახლა კი მოგვიწევს დიდი ხანი დალოდება (1-2 წუთი). მაგრამ არ გადატვირთოთ სისტემა. როცა მივიღებთ ისევ ბძანებათა სტრიქონს აკრიფეთ fconfig boot_script true და შემდეგ fconfig boot_script_timeout 4 ამით ჩვენ ვარეგულირებთ ჩატვირთვის მექანიზმს და რა თქმა უნდა ამაზე გაგვაფრთხილებს RED boot-ი, თუმცა ორივეჯერ უნდა დავეთახმოთ. ახლა იგივე საქმე დავასრულოთ და ავკრიფოთ ბძანება fconfig რომელიც გამოტანს >> ასეთ სიმბოლებს თავიდან ჩაუწერეთ fis load -l linux და დააჭირეთ ენტერს შემდეგ >> ჩაუწერეთ exec და მესამეჯერ რომ გამოიტანს >>-ს უბრალოდ დააჭირეთ ენტერს. ახლა სისტემა დაგისვამთ დაახ. 7-8 კითხვას რომლის შეცვლაც საჭირო არაა და ნაგულისხმევიც კარგად მუშაობს. ანუ უბრალოდ აჭირეთ ენტერს. საბოლოოდ რა თქმა უნდა ისევ გკითხავთ ნაცნობ Update RedBoot non-volatile configuration – continue (y/n)? რომელსაც დადებითად უნდა უპასუხოთ, სისტემა დამთავრდება დაახ. ასე:
… Erase from 0xbffe0000-0xbfff0000: .
… Program from 0×80ff0000-0×81000000 at 0xbffe0000: .
ახლა აკრიფეთ reset სისტემა გადაიტვირთება.

პროგრამული უზრუნველყოფის გადაწერა

შეგიძლიათ თქვენ კომპიუტერს დაუბრუნოთ DHCP ფუნქცია. მალე ჩაიტვირთება DD WRT, თუ დიდხანს გაიწელა 3-5 წუთზე მეტხანს (რაც ძირითადად პირველ ჩართვაზე ხდება) არ იდარდოთ უბრალოდ გადატვირთეთ როუტერი. და ჰო, კინაღამ დამავიწყდა, გილოცავთ! თქვენ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა გაქვთ!
  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

მე D-Link Dir 615 მოდელი მაქვს, გაყოფას უფრობლემოდ აკეტებს მაგრამ სიჩქარე უვარდება საზიზგრად 5-20 კბ ამდე ვარდება, როცა 1200 წერს, და ამას რა პრაშივკა უშველის,C1მოდელია რა
12-02-2010, 01:30:52 | getf

მე PLANET-ის როუტერი მაკვს, და რა წავა ეს ინსტრუქცია?
19-01-2010, 18:02:10 | darkman

ძალიან სასარგებლო სტატიაა... და ეგენი ოფიციალურად რომ ყოფენ ინტერნეტს ოღონდ სახლის პირობებზე, მაგალითად 60 ლარიან პაკეტში შეუძლია კაცს 3 სახლის კომპიუტერზე ჩართოს ინტერნეტი, ხო შეიძლება ეგ სახლის კაბელი მეზობელს რომ გადაუყვანო? რამე გართულებები ხომ არ მოყვება მაგას? ნუ მაკის გამოცვლა არაა პრობლემა
15-01-2010, 00:03:08 | fashisti


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.