მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა








რეგისტარციის შედმეგ მომდის წერილი ფოსტაზე იქ კი გაუგებარი აჯღაბუჯღები წერია

საქმე იმაშია რომ ჩვენი საიტი ავტომატურ რეჟიმში გიგზავნით ქართული ასოებით გენერირებულ წერილს უნიკოდ ფორმატში.
თქვენ თუ იყენებთ უფასო საფოსტო სერვერებს, ისეთები როგორიცაა Yahoo.com, hotmail.com, mail,ru და ასე შემდეგ, წერილი ატომატურად გამოჩნდება, ან რუსული, ან ევროპული კოდირებით.  იმისათვის რომ ყველაფერი ქართულად გამოჩნდეს, ამისათვის საჭიროა თქვენს ბროუზერს მიუთითოთ, რომ გახსნილი  ვებ-გვერდი გამოგიტანოთ უნიკოდ კოდირებაში UTF-8 მაგალითად:
-  Internet Explorer-ში თავისუფალ ადგილზე დააჭირეთ თაგუნიას მარჯვენა კლავიშს, გამოსული მენიუდან ამოირჩიეთ Encoding და შედმდეგ მოძებნეთ პუნქტი: Unicode (UTF-8).
- Fire Fox-ში მენიუში ამოირჩიეთ View-> Character Encoding შემდეგ კი მოძებნეთ პუნქტი Unicode (UTF-8).
როგროც წესი ამის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად ჩანს, გამონაკლისს წარმოადგენენ ზოგიერთი რუსული საფოსტო სერვერები, რომლებიც უნიკოდთან მწყრალად არიან. უკაცრავად, მაგრამ ამ შემთვევაში პრობლემა ჩვენ აღარ გვეხება, გამოიყენეთ ისეთი საფოსტო სერვერები რომლებიც თქვენს მშობლიურ ენას პატივს სცემენ.

ქართულ უფასო სერვერებს როგროც წესი ასეთი პრობლემა არ აწუხებთ.