Adobe Photoshop-ი ქართულად (იმედია მალე იქნება)
მოკლედ დღეს ქართული პროგრამების დღე :-). დღეს ერთი ქართული HTML წიგნი შემოგთავაზეთ, ახლა კი გთავაზობთ კიდევ ერთ სიახლეს რომელიც თქვენთვის უკვე კარგად ცნობილმა ოთიკო სახელაშვილმა მოგვაწოდა, ალბათ გახსოვთ ეს პიროვნება გაქართულებული Skype-სა და Bitcommet-იდან, სხვათაშორის ამ ვერსიების ჩამოქაჩვა ახლაც შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან. მოკლედ ამჯერად ცნობილი გახდა რომ იგივე პიროვნება შეერკინა ცნობილ გრაფიკულ რედაქტორს Adobe Photoshop-ს.
არ დავასახელებ ერთი კომპანიის სახელს მაგრამ შეგახსენებთ რომ Windows-ის გაქართულებაზე 600-მდე სპეციალისტი და რამდენიმე ათასი მცოდნე მუშაობდა (პრესრელიზის მიხედვით). ამ საქმეს ლამის 18 თვე მოუნდნენ (და დრემდე დასრულებული არ არის), ამასობაში მეტი თუ არა თითქმის იგივე მოცულობის საქმეს ერთი პიროვნება მხოლოდ 2 თვეს ანდომებს. მოკლედ იმედია ეს პიროვნება ჩაფიქრებულს ბოლომდე მიიყვანს თვითონაც სარგებელს ნახავს და სხვასაც სარგებელს მოუტანს. მანამდე კი გთავაზობთ ოთიკო-ს მიერ გამოგზავნილ ეგრეთწოდებულ ”სკრინშოტებს” ბეჭდვითი ვერსია | 24-10-2006, 16:20:00 | |
|
მალე გააქართულეტ რა