COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » გილოცავთ ახალ 2007 წელს

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1251


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
გილოცავთ ახალ 2007 წელს
და აი დადგა 2007 წელი.  სულით და გულით მთელი ჩვენი კოლექტივი ყველა ჩვენს მომხმარებელს ულოცავს ახალ წელს. გისურვებთ ეს წელიწადი თქვენთვის წარატებული ყოფილიყოს ციფრულ სამყაროშიც და რეალურ სამყაროშიც. აგსრულებოდეთ ყველა ჩანაფიქრი და ოცნება, ყველა თქვენი წამოწყება წარმატებით დასრულებულიყოს.



ჩვენ რა თქმა უნდა ამ წელსაც თქვენს გვედზე ვიქნებით. ისევ შევეცდებით გამცნოთ ახალი ინფორმაციები კომპიუტერული სამყაროდან. 2007 წლამდე ქართულ IT ინფორმაციას საკმაოდ მწირეს გაწვდიდით, ძირითადად ეს გამოწვეული საქართველოში IT სიახლეების მწირი რაოდენობით. რა თქმა უნდა რაღაც ხდება, მაგრამ ზოგჯერ გამცნობთ და სინამდვილეში არაფერი ხდება ხოლმე. მაგალითად შეპირებული Windows XP-ს გაქართულების პაკეტი უნდა გვენახა 2006 წლის თებერვალში, მაგრამ ბეტა ვერსიის სახით მხოლოდ ზაფხულში ვიხილეთ. სრული ვერსია კი სექტემბერში უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ჩაიარა სექტემბერმაც და მთელმა 2006 წელმა, მაგრამ ეს პაკეტი არავის გვინახია, ამასობაში კი XP ბევრს აღარ აღელვებს ახალი თემა გახდა Windows VISTA. მისი გაქართულება კი სავარაუდოდ კაიხანს არ მოხდება (თუ იგივე გუნდი შეუდგება საქმეს).

ამასობაში ჩვენ 2006 წლის ბოლო დღეებში სიახლეები აღარ განგვითავსებია, ეს გამოწვეული იყოს სწორედ კომაპნია Microsoft-ის ბოლო ოპერაციული სისტემის ტესტირებებით.  შედეგად ამჯერად სტატიების ციკლი მზადდება, რომელიც სრულ ინფორმაციას მოგაწვდით ამ ოპერაციული სისტემის შესახებ. მოკლედ საახალწლო დღეებში საინტერესო სტატიებს შემოგთავაზებთ. შემდეგ კი ჩვენი მომდევნო ჟურნალიც გამოვა. დიდი იმედი გვაქვს რომ 2007 წელს პერიოდულობის ჩავარდნებს ადგილი აღარ ექნება. ასევე ვემზადებით ინვრის ბოლოსთვის ჰოსტინგის შეცვლას, იმედია საიტი უფრო სტაბილურად იმუშავებს და გარკვეულ შეზღუდვებს მოგვახსნევინებს.

მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, და გავაგრძელეთ ჩვენი მუშაობა.




ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-01-2007, 01:14:00 |
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

დედა, ტქვენ გენაცვალეეეეეეეთ!


მიყვარხართ!!!...

ისე მიყვგარხართ, ლამის ორ-ორი ჟურნალი ვიყიდო ხოლმე


:I Love Compinfo სმაილიკი:
01-02-2007, 18:14:56 | rcheula

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.