Comodo Personal Firewall Pro 2.4.11.135 RC1
გთავაზობთ ახალ, სრულიად უფასო ბრენდმაუერს (firewall) ნაკლებად განთქმული მწარმოებლისაგან COMODO Trustix Ltd. მაგრამ ამან არ შეგაღონოთ, პროგრამა სრულფასოვანია, ადვილად ადაფტირებადი და მოქნილი. გამოადგება როგორც დამწყებ ისე პროფესიონალ მომხმარებელს. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ტესტებისას ამ პროგრამამ საოცარი შესაძლებლობები გამოავლინა. გაუძლო ყველა ცნობილ Leak ტესტს default (მწარმოებლის მიერ დაყენებულ) კონფიგურაციაში. აგრეთვე ეწინააღმდეგება მისი პროცესის შეჩერებას და განადგურებას (ეს malware კლასის ბოროტმოქმედი პროგრამების მიერ ხშირად გამოყენებული ხრიკია). მსგავსი ფუნქცია, ყფასო პროგრამებს შორის, მხოლოდ ZoneAlarm Free Firewall-ს აქვს. ესეც მცველი: Comodo Personal Firewall Pro 2.4.11.135 RC1 9.3 მეგაბაიტი უფასო ლიცენზიის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია ამ ბმულზე ბეჭდვითი ვერსია | 10-01-2007, 09:32:00 | |