AbiWord 2.5.1
ბევრს ძალიან უყვარს Microsoft-ის ლანძღვა! არ მოგწონს მისი პროდუქცია, შენც მთელი ცხოვრება ალტეერნატივების ძიებას უნდები? მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა! ეს უფასო პროგრამული პაკეტი გახლავთ MS Word -ის სრული ალტერნატივა, განსაკუთრებით გაგიხარდება თუ შენი საქმიანობა ტექსტურ პროცესორებში მხოლოდ ტექსტის მომზადებამდე დაიყვანება და დიდ დიზაინერულ მოთხოვნებს ასეთ პროგრამებს არ უყენებთ. პროგრამაში შეგიძლიათ აკრიფოთ თქვენი ტექსტი, დააფორმატოთ, მისცეთ ამა თუ იმ ხაზს სხვადასვხა ფერი, ბმული. შესაძლებელია სიმბოლოების რეგისტრის შეცვლა, ცხრილების ჩასმა, იმპორტი ექსპორტი. არსებობს ტექსტის ორთოგრაფიული შემოწმების შესაძლებლობა, ცუდი ისაა რომ ქართული არ ესმის, ანუ ქართულ შეცდომებს ვერ გაასწორებს :-). მოკლედ ალტერნატიული პროგრამების მაძიებლებს ეძღვნებათ :-). ესეც პაკეტი: AbiWord 2.5.1 - 5,96 მეგაბაიტი ბეჭდვითი ვერსია | 06-02-2007, 10:19:00 | |
|