COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » ჩვენი საიტი იცვლის ჰოსტერს

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1500


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ჩვენი საიტი იცვლის ჰოსტერს

გთხოვთ ყველამ ყურადღებით გადაიკითხოთ და გაეცნოთ ამ სიახლეს. ასევე გაუგებრობის და ბაზის არევის თავიდან აცილების მიზნით გთხოვთ კომენტარები ნაკლებად გააკეთოთ საიტზე.

მაშ ასე, ამ საიტს უკვე ბევრი მომხმარებელი ყავს და დღითიდღე ემატება ახალი ვიზიტორები, მაგრამ ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში საიტის არასტაბილური მუშაობა ბევრს ნერვებს უშლის სხვათაშორის თვითონ საიტის ადმინისტარციასაც. საქმე იმაშია რომ ჩვენი ჰოსტ კომპანია ცოტა არ იყოს ჰოსტინგს გზა-არეულად გვაწვდის. ხშირია ბაზის შეცდომები, ხშირია გაჭედვა, ახლახანსდაემატა FTP-ს პრობლემებიც (მოისპო ჩვენი  5 გიგაბაიტიანი ფაილების ბაზა), ასევე დაემატა ფაილების ატვირთვის პრობლემები ძირითად საიტზე,  შედეგად შეუძლებელია ამჯერად საიტზე არსებული ფაილების ჩამოქაჩვა, ვერა და ვერ განვაახლეთ კონკურსების გვერდი, ვერ ვახორციელებთ ყოველდღიური სიახლეების მოწოდებას.

შექმნილი სიტუაციიდან არის 2 გამოსავალია, ახალ ჰოსტერთან გადასვლა, ან საკუთარი სერვერის გამართვა. პირველი უარყოფილი იყო, რადგან თანხები მაინც იხარჯება და სასურველი შედეგი + მოცულობა ფაილების ჩამოსატვირთად არასდროს არ მიიღება. შედეგად არჩევანი მეორეზე შევაჩერეთ. რამდენიმე კვირა და თვის შედმეგ მოხერხდა და ჩვენი საკუთარი სერვერი, მეგობრულ რესურსთან ერთად დაიქოქა.  ამჯერად მიმდინარეობს საიტის გადატანა ახალ რესურსზე, და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება "ინტერნეტის განვითარების ფონდში" (DNS ჩანაწერები, ნეიიმ სერვერები და ასე შემდეგ). ყველაფეერ ამას გარკვეყული დრო დასჭირდება, სავარაუდოდ ვგეგმავთ მომავალი კვირის ბოლოს საბოლოოდ გადავბარგდეთ ახალ ინტერნეტ სახლში, სადაც ხელს არავინ შეგვიშლის და ლიმიტები არ გვექნება.

მანამდე კი საიტი ასევთქვათ განაგრძობს გაყინულ-გაშეშებულ არსებობას. ასეთი უაზრო სიტუაციის შექმნას გავურბოდით, მაგრამ ვერ გავექეცით. იმედია პრობლემების უდიდესი ნაწილი გადასვლისას დამთავრდება.  საიტის საბბოლოო გადასვლის დროს შესაბამის შეტყობინებას საიტზე დავდებთ და შევაჩერებთ მომხამრებლების შემოსვლას  ახალ სახლში გადასვლამდე, რათა არ მოხდეს გაუგებრობა მონაცემთა ბაზების ჩანაწერებში (ვინც არ იცის მათთვის ძნელია ახსნა, ხოლო ვინც იცის მიხვდება რომ ორ სხვადასხვა ჰოსტზე არსებული ბაზები ერთმანეთს ვერ შეავსებენ).

მოკლედ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ფაილების ჩამოქაჩვისგან, ზედმეტი კომენტარებისგან და გამოხმაურებისგან მაქსიმუმ 20 მაისამდე. თუმცა ამასობაში მუშოაბს (თუ მუშაობა ჰქვია) ჩვენი ფორუმი, მართალია ხარვეზები აქაც ბლომათაა, მაგრამ შედარებით ასატანად მუშაობს ფორუმის განყოფილება, ასე რომ ამ განყოფილებით სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ.

ახლა კი ნება მომეცით ცოტახნით დაგტოვოთ, რათა საქმეები მოვაწესრიგო და შემდეგ მთელი ძალით განვაგრძოთ მუშაობა.
გფარავდეთ ტერა-ბაიტი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-05-2007, 12:38:00 |
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.