COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Vista Start Menu 2.3 SE

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1503


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Vista Start Menu 2.3 SE

დიდი ხნის შესვენების შემდეგ ვიყწებთ განახლებებს. დღეიდან ნელნელა ავკრიფავთ სიჩქარეს და იმედია გამოვასწორებთ ჩვენს ინფორმაციულ ჩამორჩენას. დრეს შევეცდებით ბევრი სიახლე შემოგთავაზოთ, ძირიტადად პროგრამული უზრუნველყოფიდან, შემდეგ კი ნელნელა სხვა სიახლეებს და სტატიებსაც მივხედავთ. თუმცა ჯერჯერობით ჩავარდნები კიდევ შეიძლება იყოს, მაგრამ მრავალთვიანი ჩავარდნები აღარ იქნება.

მაშ ასე ჩვენს საკმაოდ დიდი შესვენების შედმეგ პირველი სიახლეებში ჩნდება პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ საყვარელ Windows XP-ში ახლად გამომცხვარი Windows VISTA-ს Start მენიუს სიმულირებაში.

თუმცა სიმართლისთვის უნდა დავძინოთ რომ ამ პროგრამის მიერ შექმნილ მენიუს ბევრი საერთო Windows VISTA-ს მენიუსთან არაფერი აქვს, ალბათ ამიტომ იგივე პროგრამის დაყენება შესაძლებელია თვითონ Windows Vista-ზე ინსტალაციის შედმეგ კი თვით VISTA-ს მენიუც იცვლება. ასე თუ ისე ვიღებთ შედარებით მდიდარ და მრავალფუნქციონალურ მენიუს, რომელსაც აქვს ძველი ჩვეული თვისებები და ღილაკები, პლიუს ბევრი მოხერხებული ფუნქცია და შესაძლებლობა. პროგრამა სხვა VISTA-ს ტრანსფორმატორებისგან განსხვავებით არ აზიანებს სისტემას, ასე რომ თამამად შეიძლება მისი ინსტალირება.



შემქმნელი: OrdinarySoft
ვრცელდება: უფასოდ
ოპერაციული სისტემები: Windows NT, 2000, 2003, XP, Vista
ზომა: 1,1 მეგაბაიტი
პროგრამის ენა: ინგლისური
ჩამოსაქაჩი ბმული



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-06-2007, 08:35:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ეს მართლაც არაფრის მთქმელი პროგია. უბრალოდ თავის მოტყუება. თანაც არც ისე მაღალხარისხიანი. თუ რამე კარგს მოძებნით და დადებთ საიტზე ის ჯობია. და კიდევ რატომ გაძნელდა თქვენი ჟურნალის შეძენა. თითქმის ვერსად ვეღარ ვპოულობ. ანგამოწერა თუ შეიძლება, თორემ ასე ყოველთვის ქუჩა ქუჩა ხომ არ დავუწყებ ძებნას. და საერთოდ რად უნდა ეს საიდუმლო კოდი, ზედმეტია
06-08-2007, 21:24:12 | marikhi64

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.