Picasa v2.7.0 Build 36.40, 0
განახლდა სურათების დასათვალიერებელი პროგრამა კომპანია Google_სგან. პროგრამა გამოირჩევა საუცხოო სისწრაფით, მეგობრული ინტერფეისით და ძალიან ბევრი შესაძლებლობებით. მაგალითად შეგიძლიათ დაძებნოთ სურათები მთელს კომპიუტერში, თან როგორც ეს Google-ს პროდუქტებს სჩვევიათ ძალიან, ძალიან ჩქარა. ასევე პროგრამა გამოგიყოფთ თავის ხისებრ სტრუქტურაში საქაღალდეებს რომლებიც სურათებს შეიცავს. ახალ ვერსიაში გაჩნდა ახალი შესაძლებლობა: ეხლა უკვე შესაძლებელია სურათების საიტზე ატვირთვა http://picasaweb.google.co.uk, საიტზე შესაძლებელია პირადული ან ღია წვდომის გალერეების გაკეთება, რაც მთავარია ადგილი ამ კაი საქმისთვის არის 1 გიგაბაიტი (რაც ალბათ დამეთანხმებით ცოტა არაა!) გაქვთ სურათების გადაგზავნის, დათვალიერების რედაქტორების შესაძლებლობები, ესმის პრაქტიკულად ყველა არსებული გრაფიკული ფორმატი. შესაძლებელია სურათების ბეჭდვა, საკუთარ ბლოგში განთავსება, ახალი შესაძლებლობა http://picasaweb.google.co.uk/home საიტზე სურათის ატვირთვა და სხვა მრავალი, მოკლედ არ ინანებთ. პროგრამა ცნობილ ACDSee-ს უწევს სერიოზულ კონკურენციას, ვიტყოდი ჩაგრავს და სურათების დამთვალიერებლის სტატუსს ართმევს. ასე რომ სულით და გულით გირჩევთ. შემქმნელი: Google ბეჭდვითი ვერსია | 09-06-2007, 10:07:00 | Giga |
|
აუ ეს შეცდომით გამავაგზავნე ორჯერ