COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » სათამაშო თაგვები: A4Tech სერია X7

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1572


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
სათამაშო თაგვები: A4Tech სერია X7

A4Tech-ის X7 სერია შეივსო ორი ტყუპი თაგუნიათი, ესენია 710MF და 750MF. თაგვები ერთმანეთისგან მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდებიან. თაგვებს შენარჩუნებული აქვთ X7 სერიისთვის დამახასიათებელი ერგონომიული დიზაინი. ქვედა მხარეს განთავსებულია რეზინის სამაგრები, რომლებიც გამორიცხავენ თაგვის შემთხვევით გადაადგილებას მაქსიმალურად დაძაბულ მომენტებში :)
სპეციალური ღილაკი უზრუნველყოფს გარჩევადობის რეალურ რეჟიმში ცვლას დრაივერების გარეშე. ლაზერული A4Tech Х-750MF-ის მაქსიმალური გარჩევადობაა 2500 dpi, ხოლო ოპტიკური A4Tech Х-710MF-სთვის 1000 dpi. სპეციალური ღილაკი ”სამმაგი კლიკი” ფუნქციით 3хFire უზრუნველყოფს ერთი კლიკით 3 გასროლას.



ტექნიკური მახასიათებლები:

A4Tech Х-750MF:

  • გარჩევადობა - 600/800/1200/1600/2000/2500 dpi;
  • ღილაკების რაოდენობა - 6 + 1 სკროლ-ღილაკი;
  • ინტერფეისი - USB+PS/2;
  • კადრების დამუშავების სიხშირე - 7080 კადრი/წმ;
  • გამოსახულების დამუშავება - 6,4 მპ/წმ;
  • გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე - 1,14 მ/წმ-მდე;
  • მაქსიმალური აჩქარება - 20G-მდე.
  • A4Tech Х-710MF

  • გარჩევადობა - 400/600/800/1000 dpi;
  • ღილაკების რაოდენობა - 6 + 1 სკროლ-ღილაკი;
  • ინტერფეისი - USB+PS/2;
  • კადრების დამუშავების სიხშირე - 6500 კადრი/წმ;
  • გამოსახულების დამუშავება - 5,8 მპ/წმ;
  • გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე - 1 მ/წმ-მდე;
  • მაქსიმალური აჩქარება - 15G-მდე.
  • მოკლედ, ესეც გეიმერების ოცნება :)



    ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-09-2007, 15:13:00 | Power_VANO
       

    კომენტარის დატოვება
    თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.