Skype 3.5.0.234
ისევ განახლდა საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამა. მაშ ასე ამჯერად საქმე გვაქვს ახალ 3.5.0.234 ვერსიასთან. ახლა სატელევიზიო რეკლამებს იმედია არ უჯერებთ! ქალაქის ტელეფონზე და მობილურზე დარეკვა უფასო არ არის, ასეთ რამეში არ მოტყუვდეთ, ქალაქის ნომრებზე ინტერნეტის მეშვეობით რეკავთ ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი გაქვთ 12 ევროიანი ბარათი, შემდეგ თითო წუთი ითვლება 1-2 ცენტის საფასურად. კი ჩვენი სატელეფონო კომპანიებისგან განსხვავებით იაფია, მაგრამ მიეჩვიეთ ხმის დაგვიანებს. აი მობილურებზე დარეკვას არ გირჩევთ, ჯერ-ერთი ძვირია, მეორეც მოუხერხებელია. წუთი დაგიჯდებათ 31 ცენტი, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ამ მომსახურების ცენტრი, ხოლო სხვა ქვეყნის ოპერატორის მეშვეობით გადმორეკვა კი ძალიან ძვირი ჯდება! ესეც ინტერნეტ ტელეფონი: ბეჭდვითი ვერსია | 16-09-2007, 19:41:00 | otosaxel |