Intel-ის 45 ნანომეტრული გეგმები
მოკლედ, 19 სექტემბერი ინტელის დღე გამოდგა :-D როგორც ცნობილია, 2007 წლის მეოთხე კვარტალში AMD გამოუშვებს პირველ ოთხბირთვიან Phenom-ს, ხოლო 2008 წლის დასაწისში გამოვა პირველი სამბირთვიანი პროცესორები. შესაბამისად, კონკურენტ ინტელს უკვე მზად ჰყავს პირველი 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული მეომარი, რომელიც იქნება QX9650 - ოთხბირთვიანი, ექსტერემალური სერიის წარმომადგენელი Penryn-ის ოჯახიდან. როგორც ვიცით, ეს პროცესორი საზოგადოებას 12 ნომბერს წარუდგება შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით: სიხშირე 3,0 გჰც, 12 მბ მეორე დონის კეში (6 მბ თითოეულ ბირთვზე), მაქსიმალური ენერგომოხმარება – 130 ვატი. ცხადია, ინტელი მხოლოდ ერთი პროცესორის გამოშვებით არ შემოიფარგლება. უკვე იანვრისთვის პენრინის ოჯახს შეავსებს შვიდი ახალი პროცესორი: სამი ორთხბირთვიანი Q9950, Q9450 და Q9300 და ოთხი ორბირთვიანი გადაწყვეტა E8500, E8400, E8300 და E8200. პროცესორების ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა პროცესორი აღჭურვილია 1333 მეგაჰერციანი სისტემური სალტით. ესეც 45 ნანომეტრიანი პენრინების ტექნიკური მახასიათებლები:
ბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 03:37:00 | Power_VANO |