Intel Moorestown - ძლიერი კონკურენტი Apple iPhone-ს
მოკლედ, წელს ინტელი ყველა სფეროში შეიჭრა, სადაც შეეძლო :-D IDF 2007-ზე ცნობილი გახდა, რომ ინტელი UMPC პლაფორმის ბაზარზეც შეიჭრა, თუმცა კონფერენციაზე ეს ტერმინი არ გამოუყენებიათ. ინტელის წარმომადგენელმა ანანდ ჩანდრასეკერმა ახალ აპარატურას MID Mobile Internet Device უწოდა. Moorestown-ში (ასე ერქმევა ახალ აპარატურას) ინტეგრირებული იქნება უმავთულო ქსელის ტექნოლოგიები Wi-Fi და WiMAX. შედარებით დიდი ჩიფსეტია Menlow, რომელიც 2008-ში გამოვა, მაგრამ უფრო საინტერესოა Moorestown, რომელიც ინტელს საშუალებას მისცემს, დაამზადოს iPhone-ის მსგავსი აპარატურა და კონკურენცია გაუწიოს ამ უკანასკნელს. ასევე, ინტელმა განაცხადა, რომ Moorestown, Idle რეჟიმში 10-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სხვა მსგავსი აპარატები, რაც ძალიან მშივნელოვანია. Menlow აღჭურვილი იქნება 45 ნმ high-k პროცესორით Silverthorne, ხოლო Moorestown გამოვა 2009-ში და თავის წინამორბედს შეცვლის. IDF-ზე წარმოდგენილი იყო მუშა პროტოტიპი. საინტერესო ისაა, რომ აპარატს არ გააჩნია არცერთი ღილაკი. ასევე, დიდი თხოვნა იქნება, თუ წინა გვერდებზე განთავსებულ სიახლეებსაც წაიკითხავთ. უბრალოდ მხოლოდ IDF 2007-დან სიახლეები იმდენია, რომ ერთ გვერდზე არ ეტევა. ბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 18:23:00 | Power_VANO |