COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel X48 რეალობაა!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1606


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel X48 რეალობაა!

fudzilla-მ განაცხადა, რომ სანდო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ Intel X48 ჩიფსეტი მზად იქნება წლის ბოლოსთვის. ანუ წლის ბოლოსთვის ჩიფსეტი მიეწოდებათ დედაპლატების დამამზადებლებს, ხოლო თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, მზა დედაპლატებს იანვარში უნდა ველოდოთ.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ანანდტეჩმა დატესტა გიგაბიტის X38 ჩიფსეტზე დამზადებული დედაპლატა. ამის შემდეგ ASUS-მა განაცხადა, რომ იგი აპირებდა უფრო სწრაფი დედაპლატების გამოშვებას X48 ჩიფსეტზე.



თუმცა, დღემდე არ არსებობდა რეალური დასტური იმის შესახებ, რომ ეს ჩიფსეტი ბაზარზე გამოვიდოდა. ასევე, გთავაზობთ ახალი ჩიფსეტის ოფიციალურ ლოგოს.

როგორც Fudzilla.com იტყობინება, ეს ლოგო ვინმეს მიერ ფოტოშოპში დამზადებული არაა, იგი საკმაოდ კომპეტენტური და სანდო წყაროს მოწოდებულია.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-10-2007, 22:59:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.