Intel Skulltrail პლატფორმას Quad SLI-ს მხარდაჭერა ექნება!
ჯერჯერობით nVidia მხოლოდ Triple SLI-ს ამუშავებას ახერხებს, მაგრამ თუ კომპანია Quad SLI-სთვის შექმნის დრაივერს, Skulltrail პლატფორმას ამ ტექნოლოგიის სრულფასოვანი მხარდაჭერა ექნება. შეგახსენებთ, რომ Skulltrail მაღალწარმადობიანი, ორპროცესორიანი გადაწყვეტაა, ძირითადად ენთუზიასტებისა და გეიმერებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით, ახალ პლატფორმას არ ექნება Quad Crossfire-ის მხარდაჭერა (შესაძლოა, საერთოდაც არ ჰქონდეს). Skulltrail პლატფორმას აქვს 8 გბ FBDIMM და Socket 771-ზე მომუშავე პროცესორების მხარდაჭერა. შესაბამისად, საუკეტესო არჩევანი ახალი პლატფორმისთვის იქნება QX9775, რომელიც 3.2 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და FSB 1600-ის მხარდაჭერა ექნება. ბეჭდვითი ვერსია | 23-10-2007, 21:24:00 | Power_VANO |