Bloomfield/Nehalem-ს 3-არხიანი DDR3 ოპ. მეხსიერების მხარდაჭერა ექნება!
ჯერჯერობით არსებული ერთადერთი ჩიპსეტის სახელი, რომელსაც Nehalem/Bloomfield პროცესორების მხარდაჭერა ექნება, არის Tylersburg. საინტერესო ისაა, რომ აღნიშნულ ჩიფსეტს ექნება 3-არხიანი DDR3 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. თუმცა, ამ ტექოლოგიის მხარდაჭერა უფრო პროცესორის საქმეა, ვიდრე ჩიფსეტის. როგორც იცით, ახალ პროცესორებს აქვს ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი, რომელსაც მხოლოდ DDR3-ის მხარდაჭერა აქვს. არ იარსებებს Nehalem-ის ისეთი ვერსია, რომელიც DDR2 მეხსიერებასთან იმუშავებს და ეს არცაა გასაკვირი. Tylersburg-ს ექნება ყველა DDR3 800, 1066 და 1333 მეხსიერების სტანდარტების მხარდაჭერა, თუმცა, თავისთავად, მეხსიერების ოვერლოკირება საკმადო ადვილად იქნება შესაძლებელი. გასაკვირი მხოლოდ 3-არხიანი DDR3-ია. რეალურად ველოდით ორ ან ოთხარხიანი (ამ დროს თითოეული მეხსიერების სლოტი პროცესორის თითოეულ ბირთვს ”ესაუბრება”) რეჟიმის მხარდაჭერას, მაგრამ რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა, საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე დაახლოებით 1 წელია დარჩენილი და შეიძლება ზოგიერთი დეტალი კიდევ შეიცვალოს. ბეჭდვითი ვერსია | 26-10-2007, 19:09:00 | Power_VANO |