COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Nehalem/Bloomfield-ს 8 მბ კეში ექნება

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1628


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Nehalem/Bloomfield-ს 8 მბ კეში ექნება

შეიძლება ცოტა გასაკვირია, მაგრამ Nehalem/Bloomfield პროცესორებს 8 მეგაბაიტი კეშ მეხსიერება ექნებათ.

Image

და ეს მაშინ, როცა Yorkfield-ს 12 მბ (2-ჯერ 6 მბ) კეშ მეხსირება აქვთ. Yorkfield-ის თითოეულ ბირთვს აქვს 3 მბ კეში, ხოლო წინასწარი ცნობებით ნეჰალემის ოთხბირთვიან პროცესორებს 8 მბ კეშ-მეხსიერება ექნებათ.

სავარაუდოდ, ინტეგრირებული მეხსირების კონტროლერის გამო, ინტელმა უბრალოდ მეტი კეშის ჩადგმა ვეღარ მოახერხა ბირთვში. თანაც საჭიროა შენარჩუნებული იყოს ბირთვის ზომა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ინტელის ახალ ქმნილებას Hyper-Threading დაუბრუნდება, ანუ 1 ბირთვს შესაძლებლობა ექნება ორ არხთან, ანუ ჯამში, ოთხბირთვიანი პროცესორი იმუშავებს 8, ხოლო 8 ბირთვიანი იმუშავებს 16 არხთან.

AMD-ს K10.5-ის რედიზაინისთვის დრო აღარ აქვს, ბირთვი უკვე არსებობს, და მისი გადაკეთება უკვე დაგვიანებულია. სავარაუდოდ, K10.5-ს Nehalem-თან ბრძოლა გაუჭირდება, თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი წინაა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-10-2007, 19:32:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.