Intel-ის 45 ნმ პროცესორების ოფიციალური რელიზი
დღეს, 12 ნოემბერს, ოფიციალურად მოევლინა სამყაროს ინტელის 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორები, რომლებიც Penryn ოჯახის წარმომადგენლები არიან. დღეს ანონსირებული პროცესორები განკუთვნილია სერვერებისთვის, სამუშაო სადგურებისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის. მათგან, 15 პროცესორი განეკუთვნება Intel Xeon-ის ოჯახს, ხოლო მხოლოდ ერთი - Core 2 Extreme QX9650, განკუთვნილია დესკტოპ სისტემებისთვის. ანონსირებული პროცესორების სრული სიის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.
ყველა წარმოდგენილ პროცესორს აქვს სერვერული, LGA 771 სოკეტის მხარდაჭერა.
თუმცა, ბევრს ალბათ Core 2 Extreme QX9650-ის ტექნიკური მონაცემები უფრო გაინტერესებთ. აღნიშნული პროცესორი მუშაობს 3.0 გჰც სიხშირეზე, აქვს 1333 მჰც სისტემური სალტის მხარდაჭერა, L2 დონის კეშ-მეხსირება 12 მბ, ფასიც "Extreme Edition” პროცესორების შესაბამისად - 990$. რაც შეეხება სხვა 45 ნმ პროცესორებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება დესკტოპ სეგმენტისთვის, ისინი 2008 წლის იანვარში გამოვლენ. შესაბამისად, მათი გამოსვლა დღევანდელი Core 2 Duo/Quad პროცესორების ფასებზე დადებითად აისახება. ბეჭდვითი ვერსია | 12-11-2007, 12:02:00 | Power_VANO |
|