მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
nVidia 780i ჩიპსეტის გადადებაში Intel-ია ”დამნაშავე”

nVidia-მ ჯერ უფლება არ მისცა ინტელს X38 ჩიფსეტში SLI-ს მხარდაჭერა ჩაემონტაჟებინა, შემდეგ კი მოინდომა, თავისი 680i ჩიპსეტი აღმოჩენილიყო ლიდერი ბაზარზე, გაესწრო ინტელისთვის და საკმაოდ გაეუმჯობესებინა თავისი პოზიციები ჩიპსეტების ბაზარზე. ბუნებრივია, რომ Intel-ი, ასეთ რამეებს არავის პატიობს, მით უმეტეს თავისზე პატარა კორპორაციებს, შედეგად, nVidia-საც ჭკუის სწავლებამ მოუწია :-)

Image

ის, რასაც ახლა დავწერთ, ოფიციალურად არცერთი კომპანიის მიერ არაა დადასტურებული, თუმცა, საკმაოდ სარწმუნოა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

ჯერ იყო, რომ Intel-ს ”დაავიწყდა” ახალი Yorkfield პროცესორების nVidia-სთვის გაგზავნა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახალი პროცესორები, კერძოდ QX9650 არათავსებადია არსებულ 680i და მომავალ 780i ჩიპსეტზე აწყობილ დედაპლატებთან. სავარაუდოდ, აქაც ინტელია ”დამნაშავე”.



როდესაც nVidia-მ ინტელის პროცესორები მიიღო, აღმოაჩინა, რომ ახალი პროცესორების მის ჩიპსეტებზე სამუშაოდ ჩიპსეტის გადამუშავება იყო საჭირო. ამან, ცხადია, საკმაოდ დიდი დრო დააკარგვინა კომპანიას.
780i ჩიპსეტის გამოშვება დეკემბრის ბოლოსთვის გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდება 680i ჩიპსეტის შემთხვევაში. უცნობია, დაამატებს თუ არა nVidia მას Penryn პროცესორების მხარდაჭერას.

Core 2 Quad QX9650-ის გამოსვლამ nVidia-ს გეგმები ჩაუშალა, მაგრამ გასაგებია, რომ ინტელს სურდა ჭკუა ესწავლებინა მისთვის და ეჩვენებინა ვინაა უფროსი ბაზარზე. შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა, nVidia-ს ჩიპსეტების გაყიდვა შეფერხდა, ინტელი კი აქტიურად ყიდის X38 ჩიპსეტს.

საწყალი პატარა nVidia... რა იცოდა, რომ ასე გაწირავდა ინტელი... თუმცა, შესაძლოა ეს ყველაფერი გამოგონილია და რეალობას არც შეესაბამებოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ამბავი მაინც ძალიან საინტერესოა და რეალობასთანაც ახლოსაა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-11-2007, 11:40:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.