საახალწლო სიახლეები Beeline-ის, Geocell-ისა და Magti-სგან
ახალი წელი მოახლოვდა და ქართული მობილური ოპერატორებიც სიახლეებს გვთავაზობენ. სიახლეები ყოველთვის კარგია, ზოგჯერ ეს ერთჯერადი აქციის სახითაა, მხოლოდ ახალ მომხმარებლებზე გათვლილი, ზოგჯერ კი უკვე არსებლებსაც ეხებათ. მობილური ოპერატორი საქართველოში სამია, Beeline, Geocell და Magti. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, ბილაინი გვთავაზობს ორი 30-ლარიანი ნომრის 1 ნომრის საფასურად ყიდვის საშუალებას ანუ 10 ლარად. აქედან 5-5 ლარი გადანაწილდება თითოეული ნომრის ბალანსზე. გამოდის, რომ ქსელში უფასოდ ერთვებით :) თანაც მეტნაკლებად ლამაზი ნომრით. ნომრები ჩართულია სატარიფო გეგმაზე ”დროა ვილაპარაკოთ” (წუთი 21 თეთრი საქართველოში განხორციელებულ ზარებზე + ყოველი მეორე წუთი უფასოდ) და სატარიფო გეგმის პირველი ცვლილება უფასოა. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს. ასევე, შესაძლებელია ერთი ნომრის ყიდვა 3 ლარად, რომელიც ჩართულია სატარიფო გეგმაზე ”მეგობრები” (წუთი 15 თეთრი საქართველოს ნებისმიერ მობილურ ოპერატორთან დარეკვისას). ამ ნომრის შემთხვევაშიც, 3 ლარი ბალანსზე ჯდება. კიდევ ერთი სიახლე ბილაინისგან ეხება MMS-ებს. 3 დეკემბრიდან ერთი MMS-ის ღირებულებაა 21 თეთრი. რაც შეეხება ჯეოსელს, იგი ჯერჯერობით მხოლო ლაილაის აბონენტებს სთავაზობს სიახლეს. გთავაზობთ ამონარიდს ჯეოსელის საიტიდან: გააქტიურებელი ფასდაკლების მოქმედების ვადის შესამოწმებლად აკრიფეთ *138#. გაითვალისწინეთ, ფასდაკლების გააქტიურებისას სტუდენტური და რეგიონალური ტარიფები უქმდება. მაგთი ორ სიახლეს გვთავაზობს. ერთი ახალ მომხმარებლებს ეხება, მეორე მესამე თაობის ქსელებს. გთავაზობთ ამონარიდებს ორივე სიახლის შესახებ: ყველა სერვისის ჩართვა კვლავ უფასოა
იჩქარეთ! საახალწლო პაკეტის შეძენა შეგიძლიათ 2008 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: - საახალწლო პაკეტის შეძენის შემდეგ, 31 იანვრის ჩათვლით, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია 443 006 2008-ზე დარეკვით. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ისარგებლოთ ნაჩუქარი დროითა და SMS-ებით. ესეც კარგი სიახლეა, საკმაოდ მიმზიდველი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ახალი მომხმარებლებისთვის. მაგრამ რა ქნან უკვე არსებულმა მომხმარებლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებს ერთ ნომერს და ძალაუნებურად ვერ შეცვლის? მგონი, მათ უფრო სჭირდებათ ასეთი აქციები. ბეჭდვითი ვერსია | 06-12-2007, 13:53:00 | Power_VANO |