COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » AMD-ს აქციების ფასი კვლავ დაეცა!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1661


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD-ს აქციების ფასი კვლავ დაეცა!
AMD-ს აქციების ფასი კვლავ დაეცა!

უკვე 52 კვირაა AMD-ს აქციების ფასი ეცემა. ახლო მომავალი დამარცხებული პროცესორული გიგანტისთვის არც ისე ნათლად გამოიყურება.

შარშან, ამ დროს, კომპანიის აქციების ფასი 23$-ს შეადგენდა, 13 დეკემბერს კი იგი 9$-იანი ნიშნულის ქვემოთ ჩამოვიდა. ეს, ცხადია არც კომპანიის ინვესტორებს ახარებთ.

თუმცა, ATI ნელნელა იბრუნებს ძლიერებას. უკვე კარგად იყიდება მისი 3000 სერიის ვიდეო დაფები და მალე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ატის ახალი Fire GL დაფა.

რაც შეეხება პროცესორებს, შეგახსეებთ, რომ ამჟამად წარმოებიდან ამოღებულია ყველა Barcelona/Phenom პროცესორი და წარმოება განახლდება მხოლოდ მაშინ, როცა AMD გამოუშვებს ბირთვის B3 რევიზიას. ეს კი კომპანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მისი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება და საკმაოდ დიდი ვალიც გადასახდელია.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 14-12-2007, 09:28:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.