COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » უმავთულო USB სარაკეტო სისტემა

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1663


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
უმავთულო USB სარაკეტო სისტემა

საერთოდ, USB სარაკეტო სისტემა საკმაოდ ძველი სათამაშოა. პირველად ეს პროდუქტი ბაზარზე დაახლოებით 3 წლის წინ გამოჩნდა. ახლა კი, კომპანია Brando -ს მაღაზიაში გამოჩნდა ამ სათამაშოს განახლებული ვერსია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისია. სარაკეტო სისტემა აღჭურვილია უმავთულო გადამცემით, რომლის მუშაობის რადიუსია მიახლოებით 4.5 მეტრი. შესაბამისად, შესაძლებელია სარაკეტო სისტემის მოშორებულ ადგილას მოთავსება და კომპიუტერის მეშვეობით მისი მართვა.



რაც შეეხება რაკეტებს, მათი სროლის ეფექტური მანძილი 6 მეტრია. ამასობაში, სროლის სისწრაფე საკმაოდ დიდია. მოწყობილობას მოყვება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა სამართავად. ასევე, შესაძლებელია სროლის გაფორმება შესაბამისი აკუსტიკით :) სარაკეტო სისტემის ფასი 45$-ია და მისი შეკვეთა უკვე შეგიძლიათ. შეკვეთები ყველას დაურიგდება 25 დეკემბერს.

მე თუ მკითხავთ, ჩემი აზრით, მშვენიერი საჩუქარია ”კომპიუტერშიკი” მამაკაცებისთვის საახალწლოდ :)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-12-2007, 11:45:00 | Power_VANO
   

გამოხმაურება

არა მგონია, ქალებმა უარი თქვან :p
19-12-2007, 17:02:35 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.