Mac OS X 10.4.7
მიუხედავად იმისა, რომ APPLE–ს ძალიან კარგად იცნობენ საზრღვარგარეთ, ჩვენთან მისი პროდუქცია ჯერ კიდევ ნაკლებადაა და ძალიან ძვირიც ჯდება, ამიტომ ბევრს საერთოდ არ გაუგია მათ შესახებ, ბევრს კი გაუგია, მაგრამ დაუჯერებელი ზღაპრების სახით :–) ზუსტად ასე ხდება Mac OS–ის შემთხვევაშიც. დღევანდელი წარმოდგენით, ესაა რაღაც ზებუნებრივი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჩქარი, ყველაზე მოხერხებული და.. ყველაზე ძვირი სისტემა, მის მოსაპოვებლად ხომ ჯერ თვითონ Mac უნდა შევიძინოთ, რომლის ღირებულებაც 1500 პრეზიდენტს დაბლა არ ჩამოდის, ისიც უკეთეს შემთხვევაში. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ალტერნატივა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ეს საოცრება PC–ზეც ვიგემოთ.პირველი – ვქაჩავთ Mac OS–ის სპეციალურად მოდიფიცირებულ საინსტალაციოს უცხოური სერვერებიდან, ვაინსტალირებთ Windows–ის გვერდით და ან ჩაირთვება, ან არა – დრაივერების შეუთავსებლობის, კომპიუტერული არქიტექტურის განსხვავებების და რის აღარ გამო .. მეორე – ვაინსტალირებთ Mac OS X–ს VMWare–ში ბუნებრივად და ვიყენებთ ჩვეულებრივად, მაგრამ მინუსები აქაც გვაქვს – ჯერ ერთი, საინსტალაციო პაკეტი დიდი ზომისაა და მის ჩამოტვირთვას (ისევ და ისევ უცხოური სერვერიდან) რამდენიმე დღე უნდა, მეორე, ვირტუალურ მანქანაზე მისი დაინსტალირებაც არაა ადვილი, და ბოლოს, კომპიუტერული რესურსები უხვადაა საჭირო :–) მოკლედ, ჩვენ შევეცადეთ, ყველანაირად გადაგვეჭრა ეს პრობლემები და გთავაზობთ Mac OS X–ს, რომელიც გამზადებულია VMWare–ში გამოსაყენებლად – არანაირი ინსტალაციის პრობლემები, საჭიროა მისი მხოლოდ VMWare–ში გახსნა :–) ამოცლილია ზედმეტი ენის პაკეტები და პროგრამები, რაც მინიმუმამდე ამსუბუქებს საინსტალაციოს ზომას და სისტემურ რესურსებსაც შედარებით ჰუმანურად ეპყრობა :–) და, რაც მთავარია, პაკეტი ქართულ სერვერზეა ატვირთული, ანუ ჩამოტვირთვისთვის კვირაობით ლოდინი საჭირო აღარაა; არანაირი 729 ნაწილად დაყოფა და ბმულის 10 დღეში წახრჩობა... :–) თუმცა მინუსებიც, როგორც ყველგან, არის. ნუ გეგონებათ, ამ პაკეტის ჩამოტვირთვით სრულფასოვან ოპერაციულ სისტემას მიიღებთ თქვენს კომპში. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალურად კასტრირებული Mac OS, რომელიც მხოლოდ GUI–ს და, მეტ–ნაკლებად, სტრუქტურის გასაცნობად შეგიძლიათ გამოიყენოთ, სხვა რომ არაფერი, ლეგენდებს მაინც დააღწევთ თავს :–) მოკლედ, მსურველები ვქაჩავთ: Mac OS X 10.4.7 VMWare VMWare Player შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან ბეჭდვითი ვერსია | 22-12-2007, 23:44:00 | domen |
|
ako..17
მაგას ვერავინ ატვირთავს Torrents.ru დან ან thepiratebay.org დან თუ გადმოწერ, ოღონდ თუ PC-ზე გინდა დაყენება Hackintosh უნდაგადმოწერო და ცალკე ვინჩესტერზე დაყენებაა რეკომენდირებული
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=462892