COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Don't Click It

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1712


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Don't Click It
გუშინ ინტერნეტში ხეტიალისას საკმაოდ საინტერესო საიტი აღმოვაჩინე, რომელიც გვთავაზობს, გადავსინჯოთ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობის წესები – მისი შემქმნელი მიიჩნევს, რომ მაუსზე ღილაკები ზედმეტია! :–) და ამის დამტკიცებას საკმაოდ ორიგინალური ინტერფეისით ცდილობს.

Don't Click It

საიტზე შესვლისას დაგხვდებათ ტექსტი, რომელიც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს:


"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება DontClick.It–ზე!

ამ ინტერფეისში თქვენ ვერ ნახავთ ღილაკებს და საიტზე ნავიგაციაც განსხვავებული მეთოდით მოგიწევთ. მალე მიხვდებით, როგორც.

ასე რომ, მოემზადეთ ახალი სიტუაციისთვის ფსიქოლოგიურად და დაკლიკეთ აქ ბოლოჯერ პროექტის მონახულებამდე. დიდი მადლობა."

რაც მართალია, მართალია – საიტზე შესვლისთანავე მიხვდებით, როგორ შეიძლება ნავიგაცია. ამას სიურპრიზად დაგიტოვებთ, თუმცა გეტყვით, რომ მე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა, მეტ შემოქმედებითობას ველოდი :–)

რაც შეეხება კონტენტს, ის საკმარისია, რომ ასე ნახევარი საათი შეგიქციოთ, მე პირადად 20 საკმაოდ ძვირფასი წუთი გამაცდენინა :–) საიტზე თქვენ იხილავთ პროექტის ისტორიას, სტატისტიკას კლიკებთან დაკავშირებით, კლიკის ისტორიას, ერგონომიასა და მნიშვნელობას, ინტერფეისში ნავიგაციის ალტერნატიულ მეთოდებს, სხვა ადამიანების საიტზე ყოფნის პირველი 20 წამის ჩანაწერებს, რამდენიმე თამაშს და ა.შ.

მოკლედ, საკმაოდ საინტერესოა, გირჩევთ ესტუმროთ.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-01-2008, 18:30:00 | domen
   

გამოხმაურება

ესეიგი php აღარ გვნდაო ხო მარტო flash შია ყველაფერი
07-02-2008, 17:18:24 | fircxo

domen საღოლ მუაგარია!!!!!!
31-01-2008, 13:30:29 | otosaxel

აუ domen magari რაღაც გაგიჩითია,რას არ გაიგებს კაცი!!!
30-01-2008, 23:34:35 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.