COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ი პროცესორებს აიაფებს!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1726


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ი პროცესორებს აიაფებს!
Intel-ი პროცესორებს აიაფებს!

როგორც ყოველთვის, Intel-ი ახლაც გეგმავს პროცესორების გაიაფებას. ძირითადად, ეს, რა თქმა უნდა, ძველ, 65 ნმ ტექნოპროცესით დამზადებულ პროცესორებს შეეხებათ. დიდი ფასდაკლება 20 აპრილისთვისაა დაგეგმილი.

მოკლედ, 20 აპრილს Core 2 Quad Q6700-ის ფასი 527$-დან 270$-მდე დაიკლებს. Q6600, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია, 270-დან 229$-მდე გაიაფდება. ამავე დროს, ინტელი გეგმავს გამოუშვას Core 2 Duo E8300, ორბირთვიანი პროცესორი 6 მბ კეშ-მეხსიერებითა და 45 ნმ ტექნოპროცესით. მისი ფასი 169$ იქნება.

Core 2 Duo E4600 (2.4 გჰც, 2 მბ კეში) 139$-დან 119$-მდე გაიაფდება, ხოლო Pentium Dual Core E2200 (2.2 გჰც, 1 მბ კეში)-ს ფასი 87-დან 77$-მდე დაიკლებს. გაიაფდება 2 გჰც-იანი Dual Core E2180-იც, რომლის ფასიც 77-დან 67$-მდე დაიწევს.

ფასდაკლება შეეხება Low-End სექტორსაც. Celeron 440 (2.0 გჰც, 512 კბ კეში) გაიაფდება და მისი ფასი 54-დან 45$-მდე ჩამოვა. ბოლოს კი, Celeron 430 (1.8 გჰც, 512 კბ კეში)-ისფასიც დაეცემა და 45-ის მაგივრად 35$ ეღირება.

მოკლედ, ვისაც კვლავ 65 ნმ პროცესორების შეძენა გსურთ, დაიცადეთ 20 აპრილამდე.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-02-2008, 12:26:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

დუალ ქოური ძველ არქიტექტურაზეა დაფუძნებული, ქოურ 2 დუო უახლესი პროცესორია, Conroe და ახალგამოსულ Wolfdale (45 ნანომეტრი)-ზე.
14-02-2008, 10:15:28 | Power_VANO

dual cores-ს და core 2 duo-ს შორის რა განსხვავებაა ?????
13-02-2008, 14:44:59 | irakla_89

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.