COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Ericsson U500

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1729


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Ericsson U500
Ericsson U500

იმ ფონზე, როცა მწარმოებლები 5/7.2 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერებით აღჭურვილ მობილურ ტელეფონებს უშვებენ, კომპანია Ericsson-მა გადაწყვიტა, გამოუშვას ახალი მულტიმედია პლატფორმა მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც აღჭურვილი იქნება 12 მეგაპისელიანი კამერა მოდულით.

წინასწარი ცნობებით Ericsson U500-ის ტექნიკური მახასიათებლები მიახლეობით, ასეთი იქნება:

  • მაღალხარისხიანი ვიდეოკამერა;
  • 12-მპ ფოტოკამერა;
  • ეკრანი გარჩევადობით 800х480 პიქსელი;
  • სამგანზომილებიანი სამომხმარებლო ინტერფეისისა და სამგანზომილებიანი თამაშების მხარდაჭერა;
  • CD-ხარისხის მუსიკის დაკვრა;
  • მობილური ტელევიზიის მხარდაჭერა.
  • პლატფორმა დაფუძნებული იქნება სამ ცალ ARM11 პროცესორზე. GPU რეალიზებული იქნება ARM Mali200 პროცესორზე და ჩამონტაჟებული იქნება კონტროლერები საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად. ეს ყველაფერი კი ჩაეტევა მცირე გაბარიტების მქონე კორპუსში.

    აპარატურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ახალი პლატფორმა გამოყენებული იქნება MID და UMPC მოწყობილობებში. თვითონ Ericsson-მა გამოყენების სფერო არ დაასახელა და მხოლოდ ”მობილური მოწყობილობები” ახსენა.

    Ericsson U500 ბაზარზე 2009 წლის პირველ ნახევარში გამოვა.





    ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-02-2008, 13:39:00 | Power_VANO
       
    თემატური სიახლეები


    კომენტარის დატოვება
    თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.