Microsoft საპასუხო დარტყმისთვის ემზადება
როგორც ვიცით, Yahoo–მ უარჰყო Microsoft–ის წინადადება, გაყიდულიყო $44,6 მილიარდად; კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯერი იანგმა (Jerry Yang) ოფიციალურად განაცხადა, რომ Yahoo ბეევრად ძვირი ღირს, ვიდრე ეს თანხაა (თუმცაღა შეთავაზებული ფასი კომპანიის მიმდინარე საბაზრო ღირებულებაზე 62%–ით მეტი იყო) და საპასუხო ნაბიჯს დაელოდა.
საპასუხო ნაბიჯი ნამდვილად "მაიკროსოფტისეული" გახლავთ – თუ Yahoo არ დათსანხმდება გარიგებას, მაშინ Microsoft მოისყიდის მსხვილ მეწილეებს, რომლებიც დიდ გავლენას ფლობენ კომპანიაზე, და მათი საშუალებით აიძულებს დირექტორთა საბჭოს, მიიღოს შემოთავაზება. ბეჭდვითი ვერსია | 20-02-2008, 12:36:00 | domen |
|