Microsoft DreamSpark
Microsoft–მა გადაწყვიტა, გახადოს თავისი Developer Tools უფასოდ მისაწვდომი სტუდენტებისთვის. კომპანიის განცხადებით, პროგრამა, როცა ის თავის სრულ მასშტაბებს მიაღწევს, 1 მილიარდამდე სტუდენტისთვის იქნება მისაწვდომი. პროგრამას DreamSpark ეწოდა და დღეისთვის მისაწვდომია 35 მილიონი სტუდენტისთვის 11 ქვეყანაში. ამ აქციით Microsoft (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ განცხადებაში ასეა ნათქვამი :–)) ცდილობს, საშუალება მისცეს სტუდენტებს, სწავლის პერიოდშივე ჩამოიყალიბონ ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პროფესიონალი დეველოპერებისთვის და შეიქმნან კარიერა ან, უბრალოდ, გაერთონ პროგრამების წერით.
DreamSpark მისაწვდომია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული ტექნოლოგიების, დიზაინის და მათემატიკის (მეც მერგება! :–)) განხრით. პროგრამა ჯერჯერობით მოქმედებს 11 ქვეყანაში. ესენია: ა.შ.შ., დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეცია, შვეიცარია და ბელგია; თუმცაღა კომპანია გვპირდება, რომ მომავალ 6 თვეში პროგრამა უფრო მეტ ქვეყანას, 1 წელიწადში კი თითქმის მთელ მსოფლიოს დაფარავს (ნეტავ ჩვენამდე თუ მოვლენ? :–)). ბეჭდვითი ვერსია | 20-02-2008, 15:09:00 | domen |
|