მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Phenom B3 ნაჩვენები იქნება CeBIT-ზე!
Phenom B3 ნაჩვენები იქნება CeBIT-ზე!

როგორც იცით, მალე მსოფლიოში უდიდესი კომპიუტერული გამოფენა CeBIT-ი გაიხსნება, სადაც უამრავი სიახლე იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი წინასწარი ინფორმაციით იქნება AMD-ს Phenom პროცესორები, B3 სტეპინგით. ასევე ცნობილი გახდა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი AMD სისტემების უმეტესობაში სწორედ ამ სტეპინგის პროცესორი იქნება გამოყენებული. ეს ეხება 200-მდე კომპიუტერს.

შეგახსენებთ, რომ Phenom-ის B3 სტეპინგში აღმოფხვრილია TLB L3 კეშის შეცდომა. აღნიშნული სტეპინგის პროცესორების ბაზარზე გამოშვება 2008 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში იგეგმება.

ასევე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ 2.6 გჰც-იანი Phenom 9700  B3 სტეპინგზე იქნება აგებული. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა AMD 3.0 გჰც-იანი ზღვრის გადალახვას B3 სტეპინგით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-02-2008, 21:48:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.