მაიკროსოფტი ღია კოდის პოპულარიზაციას მხარს უჭერს
სემ რემჯი–მ (Sam Ramji),რომელიც კორპორაცია მაიკროსოფტის open source მიმართულების განყოფილებას ხელმძღვანელობს, განაცხადა რომ კორპორაცია მაიკროსოფტი ყოველთვის უჭერდა, უჭერს და დაუჭერს მხარს ნოვატორულ და პროგრესულ იდეებს. მისი განცხადებით Microsoft ახალ პროექტს იწყებს, რომლის განვითარებაც Eclipse Foundation და Apache Software Foundation მხარდაჭერით მოხდება. ,,ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ Eclipse Foundation–თან და ამის ანონსირება უახლოეს რამდინიმე კვირაში მოხდება"–განაცხადა სემ რემჯი–მ გამომცემლობა eWeek–თან ინტერვიუში. აგრეთვე მან დაამატა რომ იგი უკვე გაესაუბრა Eclipse Foundation–ის აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ მალინკოვიჩს (Mike Milinkovich) ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით. Visual Studio და Eclipse წარმოადგენენ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა მძლავრ იარაღებს მსოფლიოს პროგრამულ ბაზარზე და ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მათ მწარმოებელ კომპანიებს შორის სასარგებლო იქნება, – განაცხადა სემ რემჯიმ. ბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 21:37:00 | Gi0rgius |