COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Opera აბარებს Acid3–ს 100%–ზე!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1773


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Opera აბარებს Acid3–ს 100%–ზე!

Opera 9.5–ის (Kestrel) ბოლო, შიდა ბილდმა Acid3 ტესტი ჯერ 98, რამდენიმე წუთის შემდეგ კი 100%–ზე ჩააბარა. ბოლო გამოშვებული ბილდი კი ჯერჯერობით მხოლოდ 77%–ს აბარებს. Acid3 ოფიციალურად 3 მარტს გაიხსნა და ძირითადად DOM–სა და Javascript–ზე ორიენტირდება.

 

Opera აბარებს Acdi3–ს 100%–ზე

 



თუმცაღა, პუბლიკაში, გარდა აღფრთოვანებული ფანებისა, სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც არ სჯერათ ზღაპრები "შიდა ბილდზე" და მის ოფიციალურად გამოშვებას ითხოვენ. რაღა დაგიმალოთ და, არც მე დავიჯერებ ბოლომდე, სანამ ჩემი ხელით გაშვებული ბრაუზერი არ ჩააბარებს ამ ტესტს :–)

შეგახსენებთ, რომ აქამდე ლიდერობდა Safari (Apple–ის ბრაუზერი) 96%–ით, Firefox 3 Beta 4 ჯერჯერობით მხოლოდ 68%–ს სჯერდება; ნაწილობრივ ეს გამოწვეულია ძველი მარენდერირებელი ძრავის დამუშავების აუცილებლობით,  იმედია, დეველოპერები მოიცლიან ამ საქმისთვისაც :–) რაც შეეხება IE–ს, მასზე ინფორმაცია ამ მომენტისთვის არ გვაქვს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-03-2008, 15:53:00 | domen
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.