იყო Google, გახდა Goolag
ჰაკერების ჯგუფმა Cult of the Dead Cow (CDC) შეიმუშავა პროგრამა, სახელწოდებით Goolag Scanner. პროგრამა საშუალებას იძლევა Google-ის მეშვეობით მოიძებნოს ისეთი საიტები, რომლელთა ავტორებსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეცდომები გაეპარათ. ის ფაქტი, რომ Google მილიონობით საიტს ანიდექსირებს ყველასთვის ცნობილია. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ პაროლები და პრივატული ინფო ზოგჯერ არასწორ ადგილას და არასწორი უფლებებით ინახება სერვერზე, რასაც ეს პროგრამა ზუსტად აჩვენებს. Goolag Scanner ვრცელდება სრულიად უფასოდ, აქვს ძალიან მარტივი ინტერფეისი და ამავე დროს ღია კოდისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაქაჩოს მისი საწყისი კოდები და საკუთარი იდეების მიხედვით დააკომპილიროს. გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან. თუ პროგრამა აღმოაჩენს მითითებულ საიტ(ებ)ზე შეცდომებს, გამოვა შესაბამისი შეტყობინება ბმულების სახით, რომლებზე დაჭერისას ჩვენ შევძლებთ, ხელში ჩავიგდოთ საიტის პაროლები და სხვა პრივატული ინფორმაცია =)). ბეჭდვითი ვერსია | 27-03-2008, 21:13:00 | Gi0rgius |