მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Classmate PC
Intel Classmate PC

როდესაც One Laptop per Child (OLPC, იგივე "ერთი ლეპტოპი ერთ ბავშვს") ორგანიზაციაა დაარსდა, იგი სულ მარტო იყო. თავიდან არცერთი დიდ კომპანიას დაინტერესება არ გამოუხატავს. თუმცა, შემდგომში, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ დაბალფასიანი ლეპტოპების ბაზარი საკმაოდ მომგებიანი იყო, შესაბამისად, გაიზარდა დაინტერესებაც.

ინტელი ერთ-ერთი პირველი პარტნიორი იყო OLPC-სთვის. მალევე გამოუშვეს Classmate PC, რომელსაც IDF Shanghai-ზე მეორე თაობის Classmate PC-ს ანონსი მოჰყვა. ინტელის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი ლეპტოპი უკვე პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს. Classmate PC ძირითადად განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რათა მათ ხელი შეეწყოთ ინტერნეტით სარგებლობასა და ზოგადად, კომპიუტერის ათვისებაში.



ინტელი დიზაინის არჩევანს მწარმოებლებს უტოვებს, ანუ ვიხილავთ სხვადასხვა დიზაინისა და კომპლექტაციის სისტემებს. ახალი Classmate PC-ს ძირითად მახასიათებლებში ითვლება გამოყენების სიმარტივე, უმავთულო ქსელებთან მუშაობის შესაძლებლობა, წყალგაუმტარი კლავიატურა, უფრო გამძლე კორპუსი და ბატარეით მუშაობის ხანგრძლივი დრო.

ენდრიუ ჩინის (ინტელის ვიცე პრეზიდენტი) თქმით, "დღევანდელ მსოფლიოში ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა მსოფლიოს ბავშვების დაახლოებით 5 %-ს აქვს. განათლება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმის დასანახად, თუ როგორ აუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმარება ახალი ტექნოლოგია მასწავლებელს უკეთესი და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნაში. Intel-ის Classmate PC-ის უპირველესი დანიშნულება სწორედ სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემაა."

Classmate PC-ის მეორე თაობის ტექნიკური მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ახალი პროცესორი Intel Celeron M 900 მჰც, 802.11b/g ქსელების მხარდაჭერა, 9"-იანი მონიტორი, 6-ელემენტიანი ბატარეა, 512 მბ ოპ. მეხსიერება, ინტეგრირებული ვებ-კამერა და 30 გბ მყარი დისკი.

ასევე, უკვე გადაწყვეტილია, რომ Classmate PC-ს შემდეგ თაობებში გამოყენებული იქნება Intel Atom პროცესორები, შესაბამისად კიდევ უფრო გაიზრდება ამ სისტემების ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-04-2008, 17:03:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.