COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Micron+Nanya+1.1 მილიარდი $

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1818


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Micron+Nanya+1.1 მილიარდი $
Micron+Nanya+1.1 მილიარდი $

ამერიკულმა კომპანია Micron Technology-მ და ტაივანურმა Nanya Technology-მ 21 აპრილს განაცხადეს, რომ ისინი 2009 წლის ბოლოსთვის ტაივანში ახალ ქარხანას ააშენებენ DRAM ჩიპების წარმოებისთვის. ფინანსების ოდენობა 1.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ კომპანიები შეიმუშავებენ ახალ ტექნოლოგიას DRAM ჩიპებისთვის, რომელიც 50 ნმ ტექნოპროცესზე იქნება დაფუძნებული.

დღეისათვის, მსგავსი შეთანხმება არსებობს Qimonda-სა და Nanya-ს შორის, თუმცა PC World-ის ცნობით, Nanya ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს. გასაგებია, რომ Qimonda სტრატეგიულ პარტნიორს დაკარგავს, თუმცა რა შედეგი ექნება ამას, ჯერჯერობით უცნობია. თვითონ Qimonda ოპერატიული მეხსიერების ბიზნესში საკმაოდ საინტერესოდ აღმოჩნდა: მას შემდეგ, რაც Infineon-მა წარმოება შეწყვიტა ვალებისა და ჯარიმების გამო, წარმოება სწორედ Qimonda-ს ხელში გადავიდა.

Nanya-სა და Micron-ის დაფუძნებული კომპანიის სახელი იქნება MeiYa Technology Corporation. ორივე კომპანიის წილი თანაბარი იქნება - 50%. 1.1 მილიარდიანი ინვესტიცია მოხმარდება Nanya-ს ტაივანური ფაბრიკის სრულ გადაიარაღებას.

საინტერესოა რა ბედი ეწევა Inotera Memories-ს, კომპანიას, რომელიც Nanya-სა და Qimonda-ს დაარსებულია ტაივანში.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-04-2008, 11:15:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.