Skype მობილური ტელეფონებისთვის - ბეტა ტესტირება
მათ ვისაც აქვს Sony Ericsson-ის, Motorola-ს, Nokia-სა და Samsung-ის მობილური ტელეფონი (და არა სმარტფონი), უკვე შეუძლია გადმოწეროს Skype-ის ბეტა ვერსია, რომელიც განკუთვნილია სწორედ ამ კომპანიების მობილურებისთვის. ამჟამად Skype-ის მობილური ვერსია გარანტირებულად მუშაობს დაახლოებით 50 აპარატზე, დანარჩენების მხარდაჭერა უახლოეს მომავლში დაემატება. სკაიპის მობილურ ვერსიაში სრულფასოვნად მუშაობს შემდეგი ფუნქციები: ჩეთი ორ ადამიანს შორის, ჩეთი რამდენიმე ადამიანს შორის (კონფერენცია), საკუთარის სტატუსის შეცვლა, სხვისი სტატუსის ნახვა, ზარის მიღება კონტაქტებისგან, SkypeIN. SkypeOut და Skype-დან Skype-ზე დარეკვა ჯერჯერბით მხოლოდ რამდენიმე რეგიონშია ხელმისაწვდომი. მწარმოებლები რეგიონების სიის გაფართოებასაც გვპირდებიან. ბეტა ტესტირება გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. გადმოსაწერი ლინკისათვის დააჭირეთ სრულად-ს. P.S. პროგრმა უკვე გავტესტეთ Sony Ericsson K750/K800/K810-ზე. Skype Mobile ამ ტელეფონებზე უპრობლემოდ მუშაობს :-) ბეჭდვითი ვერსია | 25-04-2008, 11:49:00 | Power_VANO |
აუ თუ ძმები ხართ მითხარით რომელ ადგილებში შემიძლია დავრეკო????????????