COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel Nehalem მოდის!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1852


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Nehalem მოდის!
Intel Nehalem მოდის!

რამდენიმე დღის წინ საიტმა expreview.com-მა გაავრცელა კომპანია Intel-ის სლაიდი, სადაც ასახულია ინტელის გეგმები პროცესორებთან დაკავშირებით 2008 წლის მეორე კვარტლიდან 2009 წლის მეორე კვარტლამდე. როგორც ხედავთ, გეგმა ერთწლიანია. გარდა იმისა, რომ სლაიდზე ასახულია Bloomfield-ის (Nehalem-ის ოჯახის პროცესორი დესკტოპ სეგმენტისთვის) სიხშირეები, ვიგებთ თუ როდის გამოვა ბაზარზე აღნიშნული სერიის პროცესორები.

ერთის მხრივ, უცნაური სლაიდზე არაფერია, ვიცოდით, რომ Nehalem-ის გამოშვებას ინტელი შემოდგომაზე გეგმავდა, მაგრამ მეორეს მხრივ გავიხსენოთ რა მოხდა Penryn-ის შემთხვევაში:  საშემოდგომო IDF-ზე ინტელმა წარმოადგინა მხოლოდ ერთი დესკტოპ სეგმენტის პროცესორი Penryn-ის ოჯახიდან - QX9650, რომლის ფასიც 999$ იყო. მეინსტრიმ ბაზარი მხოლოდ 2008 წლის პირველი კვარტლიდან შეივსო.

სლაიდის მიხედვით, იგივე არ განმეორდება Bloomfield-ის შემთხვევაში. 2008 წლის მეოთხე კვარტალში ინტელი გეგმავს Bloomfield პროცესორები გამოუშვას როგორც Extreme (სიხშირე 3.2 გჰც), ასევე Performance (სიხშირე 2.93 გჰც) და Mainstream (სიხშირე 2.66 გჰც) სეგმენტებში. როგორც ხედავთ ახალ პროცესორებამდე მხოლოდ 5-6 თვე გვაშორებს :-)

ასევე, სლაიდზე ჩანს ახალი 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული ოთხბირთვიანი პროცესორი მეინსტრიმ სეგმენტისათვის - Q8200.

ამ ფონზე, საინტერესოა, რას აპირებს AMD. მისი პროცესორები კონკურენციას ვერ უწევენ Penryn-ს. შესაბამისად, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ AMD-ს K10.5 რეალურ კონკურენციას გაუწევს წარმადობაში Nehalem-ს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-06-2008, 07:38:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.