Opera 9.5 (Kestrel) alpha-ს გამოსვლიდან ვადევნებ თვალყურს ბრაუზერის განვითარებას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიამ ლამის თავიდან შექმნა ბრაუზერი. თავიდან გადაწერილია ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ - მარენდერირებელი ძრავები, მომხმარებლის დაცვის სისტემები, ძირითადი სტილი და მოდულები, ნოლიდანაა შექმნილი უამრავი სასარგებლო ნაწილი - Dragonfly, Quick Find, Opera Link ...
რაც მთავარია, დროზე მიხვდნენ დეველოპერები, რომ საკუთარი სტანდარტების მოგონება პროგრამის გაფორმების და ქცევის მხრივ ბრაუზერს რაღაც დონის "რკინის" აუდიტორიას კი სძენდა, მაგრამ ფართო ბაზარზე გასვლა ასე გაჭირდებოდა და ახლა საერთო სტანდარტებთან მიახლოებული User Experience FF-ის და IE-ს მომხმარებლებსაც თავს მეტ-ნაკლებად მშობლიურ გარემოში აგრძნობინებს.
გირჩევთ ყველას, ვისთვისაც ინტერნეტი მხოლოდ Internet Explorer–თან არ ასოცირდება ;–)
მართლა კარგი და საინტერესო ბრაუზერი გამოუვიდათ...