Opera 10 alpha
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Opera Software-მა, როგორც იქნა, გამოუშვა თავისი ბრაუზერის მე–10 ვერსიის საჩვენებელი ბილდი. როგორც ცნობილია, ამ ვერსიაზე მუშაობა მე–9 ვერსიის გამოსვლისთანავე დაიწყო, ეს კი ლამის წელიწად–ნახევარს უდრის. ასეთ ვადებში რაღაც რევოლუციურის მოსწრებაც შეიძლებოდა (დადიოდა კიდეც ხმები გარკვეულ სუპერ–შესაძლებლობებზე), მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი ბრაუზერი განსაკუთრებულ სიახლეებს არ შეიცავს, მაგრამ არც აღნიშვნის ღირსი სიახლეების ნაკლებობაა. ძირითადი სიახლეები შემდეგია:
ბილდი გასაკვირად სტაბილურია, თითქმის იმდენად, რამდენადაც IE7–ის ფინალური ვერსია უნდა ყოფილიყო :) ასე რომ, ჩამოტვირთვა და გატესტვა საშიში ნამდვილად არ არის. ინსტალერი სასიამოვნოდაა გაფორმებული, ნელ–ნელა ეტყობა პროდუქტს ახალი დიზაინერის ხელი, მომავალში კიდევ მეტი ცვლილებებია მოსალოდნელი. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Opera v10 alpha გამსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, მაგრამ დასაწყისი კარგია და წინ მთელი ბეტა პროცესია, საბოლოო რელიზამდე ბევრი რამის უკეთესობისკენ ცვლილებას უნდა ველოდოთ. ესეც ბმულების ნაკრები დესერტად: Opera 10 alpha – ჩამოსატვირთი ბმული Peregrine takes flight... Opera 10.0 Alpha 1 is here! @ Opera Desktop Team A new bird takes to the skies @ Opera Watch Opera 10 sneak peek. Prepare for next-generation browsing @ Opera Press Releases Hands On with Opera 10 Alpha @ PCMag.com Opera 10 alpha claims Acid3 perfection ბეჭდვითი ვერსია | 08-12-2008, 00:50:00 | domen |
|
და ერთი კითხვა მაქვს Spell Checker-ი როგორ უნდა გავთიშო ))