მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Nvidia-ს გაყიდვები კატასტროფულად შემცირდა
Nvidia-ს გაყიდვები კატასტროფულად შემცირდა

კომპანია Nvidia-ს გაყიდვების მოცულობა 2008 წლის მეოთხე კვარტალში კატასტროფულად შემცირდა. საბოლოო ჯამში მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრდა.

გრაფიკული ჩიპების გაყიდვები 47%-ით შემცირდა (კომპანიის განცხადებით, დესკტოპ სეგმენტში ვარდნამ 39% შეადგინა, მობილურ სეგმენტში კი 63%). მეხსიერების ბაზარზე მაჩვენებელი 7%-ით, ხოლო სამუშაო სადგურების ბაზარზე კი - 50%-ით შემცირდა. ასევე დაიკლო Nvidia-ს ჩიპსეტების გაყიდვების მაჩვენებელმაც. აქ ვარდნა 51%-ია.

კომპანიის წარმომადგენლობამ გაყიდვების მკვეთრი შემცირება ეკონომიკურ კრიზისს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ხალხმა საახალწლოდ ფული დაზოგა და დიდი რაოდენობის ვიდეო დაფები არ შეიძინეს. თუმცა, აშკარაა, რომ 2008 წლის მეოთხე კვარტალში კონკურენტი ATI გაყიდვების რაოდენობას ნამდვილად არ უჩიოდა :) სჯობს Nvidia-ს აშკარად უფრო დამაჯერებელი ტყუილის მოფიქრება მოუწევს მომავალში.

ამას ემატება ისიც, რომ კომპანიის ახალი სტრატეგია, რომელიც ძველი ვიდეო დაფების რებრენდინგს და ახალ ვიდეო დაფებად გასაღებას უკავშირდება, აშკარა უკმაყოფილებას იწვევს მომხმარებლებში.

საინტერესოა, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება 2009 წლის პირველი კვარტალი Nvidia-სთვის.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-02-2009, 01:03:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.