ფილმი ტერმინალში
იყო დრო, როცა მთელი სამეზობლო საღამოობითერთ-ერთი ბედნიერი მეზობლის ოჯახში იკრიბებოდა პატარა ყუთის წინ და ერთადერთ არსებულ არხს უყურებდა. დღეს კი, ციფრულ ერაში, Youtube-ზეც კი შეიძლება ვიდეო კლიპების მაღალი გარჩევადობით ყურება. დიახ, დრო მალე გარბის :-) თუმცა, განსხვავებული აზრი აქაც გამოჩნდა - ლინუქსის მოყვარულებმა მოახერხეს, ფილმი ტერმინალის ფანჯარაში გაეშვათ! საკითხავია, რამეს თუ არჩევენ :D აი, რამოდენიმე დემო ვიდეო: Family Guy ASCII ფორმატში:
მატრიცას დასაწყისი ACSII ფორმატში:
თუ დაინტერესდით და ლინუქსიც გაქვთ, დააინსტალირეთ mplayer და ტერმინალის ფანჯარაში აკრიფეთ: mplayer -vo caca [ფილმისსახელი].avi (ფილმის ფერადად ჩვენებისთვის) mplayer -vo aa MovieName.avi (ფილმის შავ-თეთრად ჩვენებისთვის) ბეჭდვითი ვერსია | 24-02-2009, 16:29:00 | domen |
ა, ხალხი, გაიხარონ! ესენი რომ არა კომპს მტელი კაიფი დაეკარგება!