COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » EU მოქმედებას იწყებს

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1911


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
EU მოქმედებას იწყებს
EU მოქმედებას იწყებს

MS-ს, როგორც მონოპოლისტს, პირველი პრობლემები 1999 წელს გაუჩნდა აშშ-ს ფედერალურ სამსახურებთან, მალე საქმეში EU-ც ჩაერთო და იქიდან მოყოლებული, კომპანიამ 2.4 მილიარდი მარადმწვანე გადაიხადა სანქციებში. როგორც ვიცით, 2005 წელს კომპანიას მოუწია გამოეშვა Windows XP Edition N, რომელიც ჩვეულებრივი WinXP გახლდათ Windows Media Player-ის გარეშე. მართალია, პროდუქტი მალე ჩაიძირა გამომდინარე იქიდან, რომ იგივე ფასი ღირდა, რაც ჩვეულებრივი XP, მაგრამ მთავარი აქ პრენცენდენტი გახლდათ.



Windows XP Home Edition N

დღეიდან მონოპოლისტურ პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა - Opera Software-ის დიდი ხნის მცდელობის შედეგად EU-მ გადაწყვიტა, მოსთხოვოს MS-ს Windows-ში კონკურენტი ბრაუზერების ინტეგრირება. ერთი შეთავაზებული გზის მიხედვით,სისტემამა ინსტალაციისას მოხმარებელს უნდა აჩვენოს "ამორჩევის ეკრანი" (Ballot Screen), რომელზეც ამ უკანასკნელს საშალება მიეცემა, აირჩოს ერთი ან რამოდენიმე ბრაუზერი დასაინსტალირებლად. ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მსხვილი დისტრიბუტორები (DELL, Lenovo, HP, Asus ..) თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველზე შესთავაზებენ მომხმარებელს თავიანთ ბრენდ კომპიუტერებზე დაყენებულ სისტემას ამა თუ იმ ბრაუზერით (დაახლოებით ისე, როგორც დღეს Vista იყიდება სხვადასხვა ვერსიებად).

 

სხვადასხვა ბრაუზერის ფანჯარა

კიდევ მეტიც - EU აპირებს მოითხოვოს სხვა ბრაუზერებისთვის იგივე ინტეგრირების ხარისხი სისტემაში, როგორითაც IE სარგებლობს (და იმდენად სარგებლობს, რომ მისი ამოინსტალირება სისტემის სიკვდილის გარეშე საკმაოდ რთულია).

საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, ფორმალურად დარჩენილია MS-ის პასუხებისთვის მოსმენა, თუმცა, სავარაუდოა, რომ გიგანტი ვეღარაფერს შეცვლის. თუმცა, მის ხელში იქნება ინტეგრირების პროცესი და, სავარაუდოა, რომ ის იმდენად მოუხერხებელს გახდის სხვა ბრაუზერის არჩევას, რამდენადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-02-2009, 21:57:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

აბა MS-ს მართლა მაგრად წეწავენ, თან სისულელეების გამო, აბა WMP რა კონკურენტუნარიანი პლეერია ერთი მაგალითად??
არა, ისე Opera-ს თუ ჩააინტეგრებენ სისტემაში გაზრდილი უფლებებით ცუდი არ იქნება, მაგრამ მერე Update-ების საქმეც ისე უნდა მოაგვარონ როგორც IE-შია: ანუ ყოველი 9.X ვერსიის თავიდან გადმოწერა არ უნდა იყოს საჭირო, ხოლო როცა ვერსია მთლიანად შეიცვლება-კი ბატონო
FF ნაკლებად პერსპექტიული მეჩვენება ამ საქმეში, რადგანაც პლაგინების გარეშე დიდი ვერაფერი შვილია, არადა ბევრი კარგი პლაგინებისა 0.X ვერსიისაა, დიდი უმეტესობა კი AS IS-ით ვრცელდება ყოველგვარი გარანტიის გარეშე და მასეთი რაღაცეების სისტემაში ინტეგრირება გაუმართლებლად მიმაჩნია, ასევე გაუმართლებელია ამ პლაგინების გარეშე ინტეგრირებაც, მცოდნე ისედაც იმას აირჩევს რაც უნდა და ლ
27-02-2009, 18:38:37 | Gio_kiborg

ეჰ, MS-საც ეგრე რო ეგონა, იმიტომ აიკიდა 2 მილიარდის ჯარიმები :D ნამდვილად ალოგიკურად ჟღერს, მაგრამ მაგხელა კომპანია ცხვირს ვერ დააცემინებს ისე, საკუთარ პროდუქტს უწევს რეკლამასო, რომ არ თქვან :D

მე უფრო იმაზე მეშლება ნერვები, MS-ს რომ ყველაფერს უკონტროლებენ და Apple-ს სიტყვას არ ეუბნებიან :D
26-02-2009, 23:48:37 | domen

კრკიიი.

სისულელეა :D არაფერიც არ ჩაინტეგრირდება, მიაყოლონ მაშინ სხვა, სისტემაში არსებული პროგრამის შემცვლელი, ალტერნატიული პროგრამებიც. .

MS_ის არის ეგ სისტემა და რასაც უნდა იმას ჩატენის. ძირს ანტიმონოპოლისტები!

689346 საათია არ მიძინია, თუ რამე სისულელეს ვამბობ, მითხარით, ბატონო.

26-02-2009, 17:12:40 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.