COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Olympus E-620

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1915


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Olympus E-620
Olympus E-620

კომპანია Olympus-მა გამოუშვა ახალი, საწყისი დონის D-SLR ციფრული კამერა. ახალი კამერა, რომლის სახელიცაა E-620, საკმაოდ კარგი საწყისი წერტილია მათთვის, ვისაც D-SLR-ის სამყაროში სურს შებიჯება. ამასთან, კამერა საკმაოდ ფუნქციონალურია.

კამერას ჩაშენებული აქვს სხვადასხვა ფილტრები. მაგ, Pop Art ფილტრი საშუალებას იძლევა ფერები უფრო ნათელი და მკვეთრი გახდეს. Soft Focus ფილტრი, ოლიმპუსის განცხადებით, ქმნის ატმოსფეროს, სადაც ”სამოთხისებური ნათებაა” ობიექტებზე. ასევე, ხელმისაწვდომია Pale & Light ფერების ფილტრი, Light Tone, Grainy Film და Pin Hole ფილტრი. ფილტრების გააქტიურება კამერის მარცხენა მხარეს არსებული გადამრთველითაა შესაძლებელი. ცვლილებები კი მაშინვე აისახება 2.7”-იან LCD ეკრანზე.

Olympus E-620-ის წონა 18.9 უნციაა. ჩაშენებული აქვს სურათების სტაბილიზატორი, რომელიც ამცირებს გადღაბნის ეფექტს სხვასხვა ლინზების გამოყენებისას. სტაბილიზაციის სისტემას სამი რეჟიმი აქვს - IS-1, რომელიც სენსორს ასწორებს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, IS-2 - ამცირებს გადღაბნის ეფექტს ჰორიზონტალურ რეჟიმში და IS-3 - იმავეს აკეთებს, მხოლოდ ვერტიკალურ რეჟიმში.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



E-620-ის რეზოლუცია 12.3 მეგაპიქსელია. კამერა იყენებს Live MOS სენსორს და Olympus TruePic III+ პროცესორს. გვაქვს სრულფასოვანი ავტო-ფოკუსის სისტემაც. სხვა ფუნქციებში აღსანიშნავია Face Detection, Shadow Adjustment Technology, Perfect Shot Preview, და თავსებადობა უმავთულო ფლეშ-ბარათებთან.

Olympus E-620-ში ინტეგრირებულია საკმაოდ საინტერესო და ძალიან საჭირო ფუნქცია, რომელიც კამერის სენსორს მტვრისგან იცავს. სპეციალური ულტრასონური ტექნოლოგიის გამოყენებით მტვრის სენსორიდან გადატანა ხდება, მხოლოდ ვიბრაციის ძალით :) E-620-ისთვის Olympus-ი გამოუშვებს აქსესუარების სრულ სპექტრს, მათ შორის წყალქვეშ გადაღებისთვის საჭირო ბუდეს.

მწარმოებლის განცხადებით, კამერა ბაზარზე მაისში გამოვა. კამერა, BLS-1 ბატარეები, დამტენი, საკიდი, CD და კაბელები 699$ ეღირება. სრული კომპლექტი ED 14-42mm f3.5/5.6 Zukio Digital Zoom ლინზებით კი 799$-ად შეგეძლებათ შეიძინოთ.

DPReview-მ შეძლო გაეტესტა Olympus E-620. ტესტირების შედეგების მიხედვით, კამერა სურათებს იღებს RAW, RAW + JPEG და JPEG ფორმატებში. ISO მგრძნობელობა 100-დან  3200-მდე მერყეობს. ასევე, შესაძლებელია, წამში 4 (JPEG) და 5 (RAW) კადრის გადაღება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 14:46:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.