Microsoft Surface-ის პირველი პროტოტიპები გასაყიდად ივნისში გამოჩნდება!
ყველა ვოცნებობთ, სახლში Microsoft Surface გვქონდეს, ზოგმა უკვე ალბათ ფულის გროვებაც დაიწყო 2011-ისთვის, თუმცა ამდენის ცდა საჭირო არ იქნება - პირველი Surface-ები ზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება გასაყიდად. პრობლემა ერთია - ტექნოლოგია რამდენიმე ათეული მილიონი მარადმწვანეს ღირებულების იახტაზეა მოთავსებული და მასთან ერთად იყიდება.
როგორც რიკი ლაზარამ (კომპანია Lazzara Yachts-ის მფლობელი) ოფიციალურად განაცხადა, ივნისში დაიწყება გაყიდვა პირველი LSX75 Fly იახტებისა, რომლებზეც მოთავსებული იქნება Surface იახტის კონტროლის, მოგზაურობის დაგეგმვის და მედიაცენტრის მოვალეობის შესასრულებლად. ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება ეს სიამოვნება.
ლაზარა თანამშრომლობს Microsoft-სა და Infusion Development-თან, პირველი Surface-ს აწვდის მას, მეორე კი პროგრამულ უზრუნველყოფას ტექნოლოგიისთვის.
დორბლებიანი სმაილისი რატო არ არის?????
ცალკე იახტა, ცალკე მაიკროსოფტის ზედაპირიიიიი