COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Google, Microsoft და Yahoo ერთიანდებიან

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1917


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Google, Microsoft და Yahoo ერთიანდებიან

ამ სახელებს თანამშრომლობის კონტექსტში იშვიათად გაიგონებთ, ეს ზუსტად ის იშვიათი შემთხვევაა. გიგიანტები გაერთიანდნენ, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი საძიებო სერვისი.

საქმე შემდეგშია:  ბმულების ძალიან დიდი ნაწილი ინტერნეტში ერთსა და იმავე ვებ-გვერდზე უთითებს, მათ შორის განსხვავება შეიძლება იყოს იმ მომხმარებელზე დამოკიდებულ ინფორმაციაში (სესიის, ენის და სხვა ცვლადები), რომელთან ისინი შეიცავენ. მაგალითისთვის, www.maputu.com/?index.php&userid=2 და www.maputu.com/index.php?userid=5 შესაძლოა ერთსა და იმავე კონტენტს შეიცავდნენ, მაგრამ ბმული ამ კონტენტზე სხვადასხვაა. საძიებო სისტემა ვერ ხვდება მათ იდენტურობას და ორივეს ამატებს შედეგებში, რაც იწვევს შედეგების დუბლირებას. დუბლირება კიდევ კარგი შემთხვევაა, ასე შეიძლება ერთი გვერდი 10-ჯერ და 20-ჯერაც მოხვდეს საძიებო სისტემის შედეგებში.



Google Microsoft Yahoo

პრობლემის გადასაწყვეტად Google-ის ლაბორატორიებში შემუშავდა შემდეგი მიდგომა: ვებ-საიტის მფლობელს საშუალება მიეცემა ყოველ უნიკალურ გვერდს მისცეს უნიკალური ბმული და ეს ბმული ჩააყოლოს გვერდს სპეციალური მეტა ტეგის საშუალებით. ეს საშუალებას მისცემს საძიებო სისტემას, ზუსტად განსაზღვროს, რა ბმულით უნდა გამოსახოს გვერდი თავის შედეგებში, რაც აგვაცილებს ზემოთხსენებულ პრობლემას. Microsoft და Yahoo დათანხმდნენ, დანერგონ ამ ტეგის მხარდაჭერა თავიანთ საძიებო სისტემებში.

მეთ ქათსი (Mat Cutts), Google-ის სპამთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი შემდეგ კომენტარს აკეთებს: "დღეს ვები ძალიან დაბინძურებულია ამ კუთხით და ამ შეთანხმებით ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად მოვიცილოთ ეს პრობლემა. ჩვენი აზრით, ტექნოლოგიას მომხმარებელი სწრაფად მიიღებს და დანერგავს".

უბრალო მომხმარებელს კი უბრალოდ დაგვრჩენია დაველოდოთ, რა სიკეთეს მოგვიტანს გიგანტების ეს შეთანხმება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 22:06:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

საინტერესო სტატიაა და სასიამოვნო სიახლე.

მადლობა Compinfo-ს. :)
27-02-2009, 06:12:20 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.