Microsoft მომავლის საკუთარ ხედვას აქვეყნებს
ყოველთვის, როცა Microsoft-ის მიერ შემუშავებულ ნოვატორულ იდეებზე ვფიქრობ, მახსენდება Steve Jobs-ის ლეგენდარული ჩანაწერი (2:50): "The only problem with Microsoft is they just have no taste. They have absolutely no taste. And I don't mean that in a small way, I mean that in a big way, in the sense that they don't think of original ideas, and they don't bring much culture into their products." დღეს ნანახმა ვიდეო კლიპმა კი საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ეს ჩანაწერი, რბილად რომ ვთქვათ, მოძველდა და დღევანდელ სიტუაციას აღარ შეეფერება. Microsoft-მა გამოაქვეყნა ხუთწუთიანი ვიდეო კლიპი, რომელშიც ასახულია კომპანიის ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი გარემო ათი წლის შემდეგ. მთავარი აქცენტი გაკეთებულია Touch და Natural User ინტერფეისებზე, რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმარუთლებებით მუშაობს. შთამბეჭდავია, არა? ბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 20:15:00 | domen |
|
... Yahoo/Skype-ს, მაგსთვის ტელეფონც არსებობს და მობილში SMS-იც! კომპმა თუ კიდე შეითვისა ყველაფერი ბოლოს ადამინი კომპს მიებმება! ხოდა ეგეთი მომავალი დახატა M$-მა და ამიტომ ვიფურთხები!
წინ ჯერ ტერმინატორია და მერე მატრიცა , ან იქნებ ეს ყველაფერი უკვე მოხდა (შეჭამა პოსტი)