Intel-ი მიუნხენში კვლევით ცენტრს ხსნის
კორპორაცია Intel-მა გერმანიის ქალაქ მიუნხენში ახალი კვლევითი ცენტრის - Intel Open Lab-ის პრეზენტაცია გააკეთა. ეს ცენტრი პირველია იმ ორიდან, რომელიც ევროპაში უნდა გაიხსნას და მიმართულია ინტელსა და სხვა საწარმოებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის გაღმავებისკენ და თანამშრომლობის გამყარებისკენ. ცენტრის დანიშნულება უპირველესად, კვლევების ჩატარება და ინოვაციების რეალიზაციაა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენში გახსნილი სასწავლო-კვლევითი ცენტრი Intel Open Lab შედის Intel Labs Europe (ILE)-ს კომპლექსშიც. Intel Open Lab-ის სპეციალისტები ინოვაციების ძებნითა და მათი იმპლემენტაციით იქნებიან დაკავებული, ცხადია, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სფეროში. კვლევების რეალიზაცია მოხდება Intel Lab-ის სხვა ცენტრებში ან სხვა თავსებად კვლევით პროექტებში. ბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 20:47:00 | Power_VANO |
|