COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » OCZ-ის პირველი ნეტბუქი - Neutrino

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1951


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ-ის პირველი ნეტბუქი - Neutrino
OCZ-ის პირველი ნეტბუქი - Neutrino

OCZ Technology-ს DIY სერიის ლეპტოპები საკმაო პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. CeBIT 2009-ზე OCZ-მა ოფიციალურად წარმოადგინა იმავე DIY პლატფორმაზე ბაზირებული პირველი ნეტბუქი, Neutrino სერიიდან.

ლეპტოპი დაფუძნებულია Intel 945GSE ჩიპსეტზე და აღჭურვილია 10.1"-იანი თხევადკრისტალური ეკრანით, რომლის გარჩევადობაც 1024 x 600-ია. რაც მთავარია, გვაქვს პროცესორი Intel Atom, რომელიც 1.6 გჰც სიხშირეზე მუშაობს. ლეპტოპის წონა 1.2 კილოგრამია. რაც შეეხება დამატებით ფუნქციებსა და აღჭურვილობას, ესენია: 2გბ-მდე DDR2 ოპ. მეხსიერება (უნდა შეიძინოთ ცალკე), SSD დრაივები 250 გბ მოცულობამდე (ესეც ცალკე უნდა შეიძინოთ), Ethernet LAN, Wi-Fi, 1.3 მეგაპიქსელიანი ვებკამერა, 4-ელემენტიანი აკუმულატორი (2200 მილიამპერსაათი), VGA პორტი და ორი USB 2.0 პორტი.

ოპერაციულ სისტემებად გამოყენებულია Ubuntu და Windows XP. დამატებითი სურათები სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



OCZ Neutrino

OCZ Neutrino
OCZ Neutrino

OCZ Neutrino


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-03-2009, 23:32:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.